თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად თბილისის ტელეანძა ბრიტანული დროშის ფერებში განათდა, იუწყება დედაქალაქი მერია.
საქართველოს მოსახლეობამ ამგვარად გამოუცხადა მხარდაჭერა ბრიტანელ ხალხს.
© photo: courtesy of Tbilisi City Hallთბილისის ტელეანძა ბრიტანეთის დროშის ფერებში
თბილისის ტელეანძა ბრიტანეთის დროშის ფერებში
„საქართველოს სჯერა ბრიტანეთის გამარჯვების! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! - ამ მესიჯს საქართველო ბრიტანელ ხალხს უგზავნის“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 80 ათასს მიუახლოვდა, ხოლო მსხვერპლთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.
© photo: courtesy of Tbilisi City Hallთბილისის ტელეანძა ბრიტანეთის დროშის ფერებში
თბილისის ტელეანძა ბრიტანეთის დროშის ფერებში
უფრო ადრე საქართველომ ანალოგიური სოლიდარობა გამოხატა იტალიელი, ესპანელი და ამერიკელი ხალხების მიმართ და თბილისის ტელეანძა ამ ქვეყნების დროშების ფერებში გაანათა.