„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 6 აპრილს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 აპრილს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრე იბერის, მეფე მირიანის და ტარიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0