თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 2 აპრილს

60
(განახლებულია 14:28 02.04.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 აპრილს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

60
თემები:
თბილისი დღეს (1619)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 31 მაისს

68
(განახლებულია 15:23 29.05.2020)
გაზაფხულის ბოლო დღეს საქართველოს დედაქალაქში მზიანი და თბილი ამინდი იქნება, დაფიქსირდება 28 გრადუსი სითბო.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირას, 31 მაისს თბილისში საკმაოდ თბილი და მზიანი ამინდი იქნება.

ტემპერატურა ღამით იქნება +17, ხოლო დღისით +28 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:28 საათზე ამოვა და 20:28 საათზე ჩავა.

68
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ავტობუსი

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

81
(განახლებულია 14:57 29.05.2020)
კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო მგზავრობისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის, აუცილებელია პირბადის ტარება.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დღეიდან მუშაობა განაახლა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან იყო შეჩერებული.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუშინ ავტოპარკს ეწვია და მუნიციპალური ავტობუსების საბოლოო შემოწმებისა და სპეციალური წესით დამუშავების პროცესს გაეცნო.

მერის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეებმა გარკვეული წესები უნდა დაიცვან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა პირბადის ტარება.

ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან, ეპიდომიოლოგების აზრით, ის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს. ღია უნდა იყოს ფანჯრები.

თბილისში ტრანსპორტი გაძვირდება? კალაძის პასუხი>>

მუშაობა განაახლა ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსებმა, სადაც ვრცელდება იგივე წესები და, ამასთან, მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანა იკრძალება.

ავტობუსებსა და გაჩერებებზე წესების დაცვას მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები და კონდუქტორები გააკონტროლებენ, ხოლო მეტროში – პოლიცია.

რაც შეეხება მეტროს, დილიდან მეტროს სადგურების შესასვლელებთან გაკრულია სტიკერები, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქეები, რომლებსაც მეტროთი მგზავრობის სურვილი აქვთ, პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. მეტროს თანამშრომლები კი მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ასევე პოლიციის მიერ ტერიტორია გაყოფილია ყვითელი ლენტით, რომლითაც გამიჯნულია შესასვლელ-გასასვლელი. ამასთან ერთად, სამუშაოს დაწყებამდე მეტროს თანამშრომლებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა დარჩა, რომლებიც ეტაპობრივად იხსნება.

81
თემები:
COVID-19 საქართველოში
პოლიციის ლენტი

სისხლიანი გარჩევა თბილისში: პოლიციამ ორი პირი დააკავა

0
თბილისში ქუჩური გარჩევის დროს ბოროტმოქმედებმა ცივი იარაღი და ხელკეტები გამოიყენეს. ეჭვმიტანილები დააკავეს

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ წერეთლის გამზირზე პარასკევს საღამოს ბრალდებულებმა ცივი იარაღით დაჭრეს ერთი პირი, ხოლო მეორეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს.

დაშავებულების გადარჩენა მოხერხდა: ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, მეორეს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

სამართალდამცველებმა იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი ხელკეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებულებს 9-დან 13 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში