თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 31 მარტს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 31 მარტს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0