თბილისელებს კორონავირუსის შესახებ ავტომობილებიდან ხმის გამაძლიერებლებით აფრთხილებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliდაცარიელებული თბილისი
დაცარიელებული თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარჩით სახლში – დედაქალაქის მერია თბილისელებს ყოველდღიურად მოუწოდებს, მისდიონ ამ რეკომენდაციას. თბილისის ქუჩებში ამისთვის სპეციალური ავტომობილები გამოჩნდა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. თბილისში გამოჩნდნენ დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ავტომობილები, რომლებიც მოქალაქეებს კორონავირუსის შესახებ აფრთხილებენ.

მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ქალაქში ავტომობილებით გადაადგილდებიან და ხმის გამაძლიერებლებით მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.

თნგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა

„ძვირფასო მოქალაქეებო, კორონავირუსის გავრვცელების თავიდან აცილების მიზნით დაიცავით სოციალური დისტანცია და ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით! გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გამოსვლისგან და მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გამოდით გარეთ. მოგიწოდებთ, დარჩით სახლში!“ – ასე მიმართავენ მოქალაქეებს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები.

საქართველოში მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 98-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 266.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 98-მდე გაიზარდა>>

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 232 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოაცხადა. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ასევე გამკაცრდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, კერძოდ, შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0