საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ტაქსის მძღოლებს დამატებითი შეღავათი დაუწესეს

© REUTERS / JEENAH MOONტაქსის მძღოლი დამცავი ხელთათმანებით და პირბადით
ტაქსის მძღოლი დამცავი ხელთათმანებით და პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათხოვარი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
ყველას შევიფარებთ - კალაძე უსახლკაროებისთვის ღამის გასათევების მოწყობის პირობას დებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ.

ასევე, უწყება ტაქსის მძღოლებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტაქსის მძღოლებს მგზავრის გადაყვანის დროს ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. მგზავრობისას მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს, და მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

სამარშრუტო ტაქსების მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში გაუქმდა. არ მოძრაობს საქალაქთაშორისო მატარებლები და ავტობუსები.

„სიკეთე გადამდებია“– ნახეთ რა ქნა ტაქსის მძღოლმა, როცა გაიგო, რომ მგზავრი ლუგარში მუშაობდა >>

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 75-ს მიაღწია, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0