მათხოვარი თბილისის ქუჩებში

ყველას შევიფარებთ - კალაძე უსახლკაროებისთვის ღამის გასათევების მოწყობის პირობას დებს

72
მოწოდება „დარჩი სახლში“ უკლებლივ ყველას მისამართით არის გაკეთებული. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ თავშესაფარი. ისინი უსახლკაროები არიან. რა ბედი ელით მათ?

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ლილოს დასახლებაში მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარი ნახევრად ცარიელია და  მზადაა ადამიანების მისაღებად, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება >>

მისივე თქმით, თუ თავშესაფარი გადაივსება, თბილისის მერიას დამატებითი სივრცის მოწყობაც შეუძლია.

„უსახლკაროებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც შეიძლება, ითქვას, ნახევრად ცარიელია. ვისაც სურვილი ექნება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მოვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. თუ გადაივსება და შეივსება ადგილები, შემდეგ დამატებით შეგვიძლია, მოვაწყოთ ისე, რომ სხვაგანაც შეგვეძლოს ადამიანების მიღება“, – განაცხადა კალაძემ.

უსახლკაროთა თავშესაფარი, რომელიც 240 ადამიანზეა გათვლილი, საქართველოს დედაქალაქში 2015 წელს გაიხსნა. ქალაქის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისის ქუჩებში უსახლკაროები გაყინვისგან იხოცებოდნენ.

თავშესაფრის ყველა ოთახში ათ-ათი ადგილია.  ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე ბინავდებიან.

თავშესაფარში ცხოვრების უფლება მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ პირებს აქვთ, იქ ყოფნის მაქსიმალური ვადა კი ნახევარი წელია. თუმცა თუ ამ დროის გასვლის შემდეგ ადამიანმა ღამის გასათევი ვერ იშოვა, მას თავშესაფარში დარჩენის უფლებას აძლევენ.

 

 

 

72
თემები:
თბილისი დღეს (1702)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 15 აგვისტოს

11
(განახლებულია 11:26 13.08.2020)
შაბათს დედაქალაქში ზაფხულის მშვენიერი უნალექო ამინდი იქნება. მოსალოდნელია 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით შაბათს, 15 აგვისტოს თბილისში მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი.

ტემპერატურა ღამით იქნება +19, ხოლო დღისით +30 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 06:09 საათზე ამოვა და 20:00 საათზე ჩავა.

11
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
საბავშვო ბაღი

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

57
(განახლებულია 11:18 13.08.2020)
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20 პროცენტამდე მოიმატებს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს სექტემბრიდან ხელფასები გაეზრდებათ>>

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„დედაქალაქის მერთან ერთად წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 ათას 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისი თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20 პროცენტამდე მოიმატებს.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 მლნ 086 ათას 773 ლარით გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შარშან ნოემბერში განაცხადა, რომ 2020 წლიდან სკოლის პედაგოგების პარალელურად, ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ საბავშვო ბაღების მასწავლებლებსაც.

57
თემები:
თბილისი დღეს (1702)