ახალი მიწისქვეშა კონტეინერების დამონტაჟება

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

74
(განახლებულია 17:35 25.03.2020)
მერიის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე.

Установка новых подземных мусорных баков на проспекте Чавчавадзе
photo: courtesy of Tbilisi City Hall
ნაგვის ახალი კონტეინერების დამონტაჟება ჭავჭავაძის გამზირზე

„ეს, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოხდება ნარჩენების სეპარირება. ასევე მოწესრიგდება ვიზუალური ნაწილი და უსიამოვნო სუნთან დაკავშირებული პრობლემები. აქამდე თუ „თბილსერვის ჯგუფს“ ყოველდღე უწევდა მუშაობა და ნაგვის გატანა, ამ შემთხვევაში მოუწევს სამ დღეში ერთხელ. როდესაც ურნების გადავსება მოხდება, ავტომატურად სიგნალი მოგვივა, მოვა შესაბამისი მანქანა და მოახდენს ნარჩენების გატანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. კონტეინერი ასევე აღჭურვილია ხუფით ქვეითების უსაფრთხოებისთვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

„მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ეტაპობრივად დამონტაჟდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟს შპს „ჯი თი გრუპი“ ახორციელებს.

ბრძოლა კორონავირუსთან: თბილისის მერია ახალ შეზღუდვებს აწესებს>>

ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო. გამზირზე საერთო ჯამში ასფალტის საფარი 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში 2,5 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდება.

74
თემები:
თბილისი დღეს (1658)
თბილისის მერია

თბილისის მერიამ ცნობილ საზოგადო მოღვაწეების ბიუსტების ესკიზებზე კონკურსი გამოაცხადა

32
დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობა როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია ცნობილი  ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

მერიის ცნობით, ასევე, ცხადდება კონკურსი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და გასული საუკუნის ქართველი პოლიტიკოსის გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.

საკონკურსო წინადადების თანახმად, გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი მისივე სახელობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

დიმიტრი ყიფიანის ბიუსტიც განთავსდება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისივე სახელობის დარბაზში.

„კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ბიუსტის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა“, - აღნიშნულია უწყების გვერდზე.

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალს, საკონკურსო წინადადების თანახმად, იგი მისივე სახელობის სანაპიროზე (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) განთავსდება.

მერიის ცნობით, კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება განხორციელდება ფარული წესით.

საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტები/მემორიალი შარტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში ან/და მ. კოსტავასა და ს. ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსდება.

კონკურსებში მონაწილეობა როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო მასალის წარდგენა და კონკურსის საქმიანობის წარმოება მოხდება ქართულ ენაზე.

საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია ყველა შემთხვევაში, ხორციელდება კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. საკონკურსო კომისია მონაწილეთაგან თითო გამარჯვებულს გამოავლენს.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ მერიის გვერდზეა განთავსებული

32
თემები:
თბილისი დღეს (1658)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 2 ივლისს

61
(განახლებულია 14:03 02.07.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელ გლდანის, შირაქიშვილის, დრანდის, ხევისპირის, მაისურაძის, ბაბილოძის, ვეკუას (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის და ილია ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, წყაროთუბნის, ხევისპირის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის და გრაფ შულენბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და აბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გერგეთის, სავანელის, ჭონქაძის, ზაალ დუმბაძის, ამაღლების, ასათიანის, კოტე მესხის, სერგო მესხის, ოქროყანის, შინდისის, შხეფის, დავითაშვილის, წავკისის, ავთანდილის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ქიქოძის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის და სულხან საბას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის, ტრაქტორის, ცისარტყელას, ცოტნე დადიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ჯორჯაძის, იორის და სამასი არაგველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ცაგარელის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერბუკის და მერაბ ალექსიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

61
თემები:
თბილისი დღეს (1658)
პლანეტების აღლუმი

პლანეტების უნიკალური აღლუმი - ზოდიაქოს ნიშნები, ოთხი ფავორიტი და რჩევები

0
(განახლებულია 16:58 02.07.2020)
2020 წლის 4 ივლისს საკმაოდ იშვიათი და უნიკალური კოსმოსური მოვლენა გველოდება - პლანეტების დიდი აღლუმი. მზის სისტემის ცხრავე პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება. ამ ტიპის აღლუმი ბოლოს 1982 წელს მოხდა, ხოლო შემდეგი 2161 და 2492 წლებშია მოსალოდნელი.

აღლუმის ასტროლოგიური აზრი ძალზე მნიშვნელოვანია. უძველესი დროიდან მოყოლებული დაკვირვებების შედეგად დასტურდება, რომ ასეთ პერიოდებში შესაძლებელია ბუნებრივი კატასტროფები, ამინდის ცვლილებები, ასევე, პრობლემები ადამიანებს შორის ურთიერთობებში.

პლანეტების აღლუმი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ასტრონომიასა და ასტროლოგიაში. ასტრონომიულად ეს ნიშნავს პლანეტების ერთ რიგში გამწკრივებას, ანუ, ციური სხეულები – რამდენიმე ან ყველა – მზიდან ერთმანეთთან შედარებით სიახლოვეში, ერთ მხარესა და ერთ მწკრივში დაეწყობიან. პლანეტების რაოდენობიდან გამომდინარე, არის მცირე და დიდი აღლუმები. 4 ივლისს დიდი აღლუმი გველოდება.

2020 წლის 4 ივლისს საკმაოდ იშვიათი და უნიკალური კოსმოსური მოვლენა მოხდება - პლანეტების დიდი აღლუმი. ეს ნიშნავს, რომ მზის სისტემის ცხრავე პლანეტა - მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუს „ლილიპუტი" პლუტონი ერთ მწკრივში - მზიდან ერთ მხარეს, ერთ ხაზში აღმოჩნდებიან.

ამ ტიპის აღლუმი ბოლოს 1982 წელს მოხდა, ხოლო შემდეგი 2161 და 2492 წლებშია მოსალოდნელი.

ასტროლოგების აზრით ამ მოვლენას მძლავრი გავლენა ექნება დედამიწაზე და ადამიანებზე. თითოეულ პლანეტას თავისი გარკვეული ენერგეტიკა აქვს. როდესაც პლანეტები მზის გარშემო სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებული, მათი ენერგიები ერთმანეთთან საკმაოდ სუსტად ზემოქმედებენ, მაგრამ როდესაც ერთ მხარეს ჩამწკრივდებიან, მათი ენერგიები ერთმანეთს ეჯახება და შეიძლება დისონანსში შევიდეს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამჯერად ერთ ხაზზე არა სამი ან ოთხი, არამედ ყველა პლანეტა ჩამწკრივდება.

მოვლენის ზეგავლენა ყველაზე საგრძნობი 4-5 ივლისს იქნება, მაგრამ სუსტი ენერგეტიკული „გამოძახილი" მას რამდენიმე კვირის განმავლობაში ექნება.

ასტროლოგების ზოგადი რჩევები ამ მოვლენის ნეგატიური გავლენისგან თავდასაცავად

პლანეტების აღლუმის პერიოდში მოსალოდნელია განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვლა. მხიარულება უცბად შეიძლება შეიცვალოს სევდით, აღფრთოვანება - აპათიით. ამის გამო არ ინერვიულოთ, მოიმარაგეთ საყვარელი ნუგბარი, საინტერესო წიგნები, გაამზადეთ აბაზანა საყვარელი სურნელით... ეცადეთ, დაისვენოთ.

მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ თავის ტკივილები, არტერიული მაღალი ან დაბალი წნევა, თავბრუსხვევა. აქედან გამომდინარე, მოიმარაგეთ შესაბამისი სამკურნალო პრეპარატები, მოერიდეთ ხანგრძლივ მგზავრობას.

ასეთ პერიოდებში მწვავდება ადამიანების პირადი თვისებები. სწორედ ამ დღეებში შეიძლება იმის გაგება, თუ ვინ რას წარმოადგენს. ეს კიდევ ყველაფერი არაა - ასტროლოგები იმასაც ამბობენ, რომ პლანეტების აღლუმი ამ პერიოდში დაბადებულ ბავშვებზეც მოქმედებს - ივლისში დაბადებულებს თავიანთი ნიშნის მკაფიო თვისებები ექნებათ.

ამ დღეებში გამძაფრდება ემოციები და გრძნობები. საუბარია როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ემოციებზე. ასტროლოგების რჩევაა, არ გამოვამჟღავნოთ აგრესია, წყენა, არ ჩავებათ კონფლიქტებში, თავი ხელში ავიყვანოთ და ვიყოთ მომთმენი გარშემომყოფების მიმართ. დროთა განმავლობაში პლანეტების გავლენა შესუსტდება და ემოციურობაც ნორმას დაუბრუნდება, ხოლო ჩხუბი და კონფლიქტი და მათი შედეგები, სამწუხაროდ, დიდხანს გაგყვებათ.

არის კარგი სიახლეც: პლანეტების შერეულმა ენერგეტიკამ კრეატიული იდეებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას შეიძლება შეუწყოს ხელი.

კარიერისა და ბიზნესის სფეროში ყველაფერი თანაბარი, მდორე დინებით წავა. ძლიერი ცვლილებები, მკვეთრი აღმასვლები და ვარდნები ამ დღეებში მოსალოდნელი არ არის. და მაინც, ფინანსებთან დაკავშირებით ასტროლოგები გირჩევენ, არ ჩაებათ სარისკო საქმეებში და არ დადოთ მსხვილი გარიგებები. თუ ფინანსური ოპერაციები არ გაშინებთ, უმცირესი დეტალების მიმართაც კი დიდი ყურადღება გამოიჩინეთ.

პლანეტების აღლუმი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ზოდიაქოს ოთხი ნიშნისთვის პლანეტების აღლუმი გარდამტეხი მომენტი იქნება - მათ ცხოვრებაში ახალი, ბედნიერი დრო დადგება.

  • ფავორიტი ნიშნებია ვერძი, ტყუპი, სასწორი და თევზები.

ვერძი

ვერძისთვის 4 ივლისს იღბლიანობის პერიოდი დაიწყება. ესაა უნიკალური მომენტი, როდესაც სამყარო თქვენ წინაშე შესაძლებლობების კარს გახსნის და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წინსვლის საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, დაიკავოთ ახალი თანამდებობა, დაიწყოთ საკუთარი საქმე, შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს. გაითვალისწინეთ - ეს დღე შესაძლებლობებს გახსნის და დანარჩენი თქვენს მიზანსწრაფულობაზე, სიჯიუტესა და სიმტკიცეზეა დამოკიდებული.

ტყუპი

არ ინაღვლოთ, თუ ზაფხულის პირველი თვე თქვენთვის დაძაბული იყო, უიღბლობის დრო 4 ივლისს დასრულდება და კეთილდღეობის პერიოდი დაიწყება. შეგიძლიათ, შესაძლებლობებისა და შანსების იმედი გქონდეთ, მაგრამ, იღბლიანობას „გააქტიურება" სჭირდება. ამისთვის კი საჭიროა, რომ აღლუმის დღეს განმარტოვდეთ, ყურადღება გადაიტანოთ იმ იდეების რეალიზაციაზე, რომლებიც დილიდან გაჩნდება. მარტოობა აუცილებელია, რადგან ადამიანები ყურადღებას გაგაფანტინებენ და ჩხუბზე პროვოცირებას მოაწყობენ.

სასწორი

იღბალი გეწვევათ 4 ივლისს - ჩაიძირებით სამყაროს სიყვარულის „მორევში". პირველ რიგში, დაიბრუნებთ შინაგან წონასწორობას. როგორც წესი, გიჭირთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებისა და არჩევნის გაკეთება. ახლა უფრო ყურადღებიანი და გონებამოკრებილი გახდებით, რაც შეცდომების რისკს გამორიცხავს. გელოდებათ საბედისწერო შეხვედრა შესანიშნავ ადამიანთან - ეს შეიძლება იყოს როგორც საქმიანი პარტნიორული, ისე სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყისი თქვენ ცხოვრებაში.

ვენერამ უკუსვლა შეწყვიტა - ზოდიაქოს ხუთი იღბლიანი ნიშანი და რჩევები დანარჩენ ნიშნებს>>

თევზები

პლანეტების აღლუმი ბედნიერებას მოგიტანთ თევზებსაც. ამ დღეს თქვენი იღბლიანობა გაიზრდება და ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. ამისთვის, რომ იტყვიან, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ, უბრალოდ, თქვენი სურვილი უნდა გათქვათ და შემდეგ ბედის საჩუქრები მიიღოთ - თქვენი მხრიდან არანაირი ძალისხმევა არ იქნება საჭირო. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ბედს მადლობა უთხრათ, რადგან პლანეტების აღლუმი მოგიტანთ სიმდიდრეს, დაგიბრუნებთ თავდაჯერებულობას და დაგეხმარებათ ურთიერთობების მოგვარებაში ახლობელ ადამიანებთან.

პლანეტების აღლუმის ზემოქმედება დანარჩენ ნიშნებზე

  • კურო: უნდა მოერიდოთ ალიაქოთსა და აჩქარებას. შესაძლოა, კარგად აეწყოს ახალი რომანტიკული ურთიერთობები
  • კირჩხიბი: ეს დღე თქვენგან მკაცრ დისციპლინას, სიზუსტესა და ყურადღებას მოითხოვს. თავი შეიკავეთ ახალი შეთანხმებების დადებისგან.
  • ლომი: ეცადეთ, მოქმედებები წინასწარ განსაზღვროთ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ადამიანებზე. ახლობლების მიმართ ყურადღება გამოამჟღავნეთ.
  • ქალწული: შესაძლოა, მიიღოთ წინადადება, რომელიც თქვენს ნიჭს გამოავლენს. საქმეს გაუმკლავდებით, თუნდაც თავიდან ეს წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.
  • მორიელი: სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელია. ეცადეთ, ეს პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.
  • მშვილდოსანი: ნუ ეცდებით, ურთიერთობები გამოარკვიოთ გარშემომყოფებთან და რამე დაამტკიცოთ. კარგი შედეგების მისაღწევად იმოქმედეთ დამოუკიდებლად - ეს მღელვარებისა და იმედგაცრუებისგან გიხსნით.
  • თხის რქა: საქმისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება თუ სრულ წარმატებას არა, ღირსეულ შედეგს მაინც მოგიტანთ. ეცადეთ, ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.
  • მერწყული: დადებითი შედეგების მისაღწევად მეტი აქტიურობა მოგიწევთ. ეცადეთ, მეტოქეებთან შეთანხმებას მიაღწიოთ.
0