„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 25 მარტს

გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 მარტს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, შარტავას და გოთუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V, VI, VII მიკრორაიონების, ქერჩის, ხიზანიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ციხისძირის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0