თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

© Sputnik / STRINGERდეზინფექცია
დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9 ადამიანი.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით 24 მარტის საღამოდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები თბილისში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ. 

ოპერაცია - Sputnik საქართველო
გეგმური ოპერაციები საქართველოში – ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანია.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, სადეზინფექციო სამუშაოები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ განხორციელდება.

სპეციალური სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდება ყველა ის ქუჩა, სადაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტროს ჩასასვლელები, ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.

„ეს პროექტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს საღამოდან ყველა ის ქუჩა, სადაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტროს ჩასასვლელები, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ყველაფერი ვერ მოერევა ვირუსს, მაგრამ ეს არის პრევენციული ღონისძიებები. ამის შემდეგ ჩვენ ინდივიდუალურად დავამუშავებთ უშუალოდ გაჩერებებსაც“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ხსნარი, რომლითაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

სამუშაოებისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 60 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკა რეგიონებშიც, მათ შორის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებშიც იქნება გამოყენებული.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის ზონებად გამოცხადდა. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ყველა ახალი ამბავი
0