„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 6 თებერვალს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 თებერვალს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ანაპის 414-ე დივიზიის, გუდამაყრის და ბუაჩიძი ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ვეკუას, თემქის, ხევძმარის, შეშელიძის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და ბოხუას ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუთნის, ახმეტის, თელავის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0