„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 5 თებერვალს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 5 თებერვალს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ ჩხეიძის, გრიშაშვილის, გორგასალის, კალანდაძის, ნადიკვარის, კრწანისის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, ბერძნის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, III კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის და ურეკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, ვერეს დაღმართის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომი I, III მიკრორაიონების, ტარიელის, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის და ამაშუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0