„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 3 თებერვალს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 თებერვალს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ინტენსიფიკაციის და ამაშუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის და გოგოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის და მარუაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩეჩელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და არსენ იყალთოელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას, მთავარანგელოზის და დმანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შროშის, მცხეთის და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

16:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414 დივიზიის და მუხრანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II და VI მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0