„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 30 იანვარს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 იანვარს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),სოფელი დიღომის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ასი ათასი მოწამის, ოჟიოს, გიორგი მიროტაძის , ანდრია აფაქიძის , სულხან ცინცაძის, მერაბ ალექსიძის და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, ელგუჯა ამაშუკელის, შალვა ნუცუბიძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, გრიგოლ აფშინაშვილის, არტურ ლაისტის და მარჯორი უორდროპის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის "ა", I, II, III, IV, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0