„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 28 იანვარს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 28 იანვარს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილისა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭიჭინაძის, ენუქიძის, მებაღეობისა და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნისა და ბოხუას ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, V, VI, VII და VIII მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის, გაზის დასახლების, მაისურაძის, არსუკიძის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის, ლესელიძის, ბაბილოძის, გლდანულას, ინგუშეთის, ბელქანიას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, სამხარაძისა და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ტყეკულტურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროდრომის დასახლების, ხვედელიანისა და ჩაჩუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ყველა ახალი ამბავი
0