ბავშვების ხელები

თბილისის მერია აუტიზმის მქონე უფრო მეტ ბავშვს დააფინანსებს

37
(განახლებულია 20:21 22.01.2020)
თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას" 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას" აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძის განცხადებით, პროგრამის ბენეფიციართა ლიმიტი 1000-დან 1230 ბავშვამდე გაიზრდება და მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად, წლის ბოლომდე ჩაერთვება.

„გასულ წელს დაფინანსება 1 000 ბავშვისთვის იყო გამოყოფილი, წელს მათი რიცხვი 1 230-მდე გაიზრდება. შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან ოჯახებს მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა", – აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად 400 ლარია გამოყოფილი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ.

„სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისელებს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის დაფინანსება გაეზრდებათ>>

თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას" 2015 წლის ივლისიდან ახორციელებს. პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული.

37
თემები:
თბილისის მერია (218)
კუს ტბის საბაგირო

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

62
(განახლებულია 11:03 11.07.2020)
სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კუს ტბის საბაგირო გზაზე შეზღუდვები კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაწესებული.

საბაგირო გზა  მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში დღეიდან მოემსახურება.

„საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

კუს ტბა საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვის პოპულარული დასასვენებელი ადგილია. მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სპორტული მოედნები, სასეირნო ბილიკები, აქვე არის რამდენიმე კაფე და რესტორანი. ტბასთან ახლოს მდებარეობს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი. კუს ტბაზე მოხვედრა შესაძლებელია მანქანით ან საბაგირო გზით ილია ჭავჭავაძის გამზირიდან. საბაგიროს სადგური ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს მდებარეობს.

დღეისათვის თბილისში ორი მოქმედი საბაგირო გზაა – რიყე-ნარიყალა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს და კუს ტბის საბაგირო, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს აკავშირებს კუს ტბასთან.

 

62
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 12 ივლისს

102
(განახლებულია 16:26 10.07.2020)
დიდი სიცხის შემდეგ კვირას საქართველოს დედაქალაქში შედარებით სიგრილე იქნება – სინოპტიკოსები +29 გრადუსსა და ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას, 12 ივლისს თბილისში ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +29 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:37 საათზე ამოვა და 20:35 საათზე ჩავა.

102
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ნიკა გვარამია

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: ნიკა გვარამიამ სასამართლოს კითხვებს უპასუხა

0
ტელეკომპანიის განკარგულებაში აღმოჩნდა ვიდეოკადრები, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენება მისცა.

ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი – რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი >>

გარდაცვლილ ახალგაზრდა სპორტსმენს არაგვში 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. ის უკვალოდ დაიკარგა წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, რომელიც მცხეთის აგარაკზე სტუმრებს შორის მოხდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ასევე მას აღმოაჩნდა უამრავი დაზიანება, რაც საქმის გადაკვალიფიცირების საფუძველი გახდა - ჯგუფური ძალადობის მუხლი მკვლელობით შეიცვალა.

„მთავარი არხი“ და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შაქარაშვილის გაუჩინარების მომენტიდან აქტიურად აშუქებდნენ ამ თემას და აჩვენებდნენ ახალ-ახალ კადრებს, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა. სწორედ ეს გახდა გვარამიას სასამართლოში გამოკითხვის მიზეზი.

„წყაროები არ გავამხილე, არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ეთერში გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს, ვინაიდან საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მას უსვამდნენ კითხვებს იმ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მან ეთერში დაასახელა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 ადამიანი, რომლებსაც ჯგუფური ძალადობის, მისი ორგანიზებისა და ძალადობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პირთა ჯგუფის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის არ წაუყენებიათ.

ამჟამად გამოძიებამ დანიშნა დამატებითი ექსპერტიზები, რათა გაირკვეს ექსპერტიზის მიერ უკვე დადგენილი დაზიანებების წარმომავლობა და საქმის სხვა გარემოებები. ექსპერტებმა უნდა უპასუხონ მთავარ კითხვაზე - როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში და რა მოხდა მანამდე.

0
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე