„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 22 იანვარს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 იანვარს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანის, პეტრიწის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გაზის დასახლების, ზაქარია მაისურაძის, ჯანჯღავას, წინამძღვრიშვილის, კონსტანტინე ლესელიძის, კაჭარავას V ქუჩის, გლდანულას, გიორგი ბაბილოძის, გელა ბელქანიას, კოტე მარჯანიშვილის, ქერჩის, კაჭარავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ხერგიანის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბოვსკის, სვირის, დომენტი ჟღენტის, ასურეთის, II ავიაქიმიის, კურსების, მირზაანის, სანავარდოს, სანერგის, ზეკარის, კიშინიოვის, სამღერეთის, ახტალის, ბუგეულის, ლისაშვილის, მაჩხაანის, დარკვეთის, ლაითურის, წერონისის და თოდრიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, ტეტელაშვილის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, საექიმოს, ვლადიმერ ლობჟანიძის, დოდაშვილის, რიჩარდ ჰოლბრუკის და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მებაღეობის, ლევან რაზიკაშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ახვლედიანის და სოსო აბზიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, რუსთავის გზატკეცილის, აბესაძის, აბოვიანის, აბო-თბილელის, ასათიანის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0