თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი წარუდგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
53 მგზავრზე გათვლილი ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით რვა მარშრუტზე გადანაწილდება – დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრებლებს მოემსახურება და შემოერთებულ სოფლებს ქალაქის ცენტრალურ რაიონებთან დააკავშირებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ 40 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეემატება.
ავტოპარკის განახლების მიზნით 2019 წელს დედაქალაქის მერიამ 90 ერთეული ათმეტრიანი MAN-ის ტიპის და 220 ერთეული ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსი შეიძინა.
თბილისში MAN-ის მარკის 50 ერთეული ავტობუსი გაზაფხულზე შემოიყვანეს. რაც შეეხება ISUZU-ს მარკის ავტობუსებს, პირველ ეტაპზე ოქტომბერში 60 ერთეული შემოიყვანეს.
როგორც MAN-ის, ისე ISUZU-ს მარკის ავტობუსები ადაპტირებული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ავტობუსებში არის WiFi–ქსელი, ასევე გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემები. ავტობუსის სალონებში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და USB-დამტენები.
ამჟამად თბილისში ყოველდღიურად 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ქალაქის ხელისუფლება ამორტიზებული მუნიციპალური ტრანსპორტის მთლიანად გამოცვლას გეგმავს და ახალი ავტობუსების რაოდენობა 900-მდე გაიზრდება.
დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები საშუალოდ 110 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.
აქციაში დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი აშუქებდა. პროტესტს ძირითადად გამოთქვამდნენ ახალგაზრდები, თუმცა აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც, „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები.
აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და შემთხვევების გარეშე ჩაიარა. ადგილზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა.
დასაწყისში დემონსტრანები თბილისის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ დიდი ტრანსფარანტითა და პლაკატებით მოედნის ცენტრში გადაინაცვლეს წმინდა გიორგის ქანდაკებასთან.
მიტინგის დროს ავტომობილების მოძრაობა მოედანზე ნაწილობრივ შეიზღუდა.
აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა
აქციაში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა
აქციის მონაწილეებს უამრავი პლაკატი ქონდათ თან
თავდაპირველად მათ თავი თბილისის საკრებულოს შენობასთან მოიყარეს
ერთი საათის შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა
მომიტინგეებს შორის ბევრი გოგონა იყო
გარკვეული დროის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს
აქციას უამრავი ბლოგერი და ფოტოგრაფი აშუქებდა
ახალგაზრდები საპროტესტო აქციაზე
დემონსტრანტებმა მოედნის ცენტრში წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გადაინაცვლეს
აქციის დასრულება 16:30 საათზე იგეგმებოდა, თუმცა უფრო დიდხანს გაგრძელდა
მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა
ყველა მათგანი პროტესტს გამოთქვამდა
მეპროტესტეები ქანდაკებასთან ისხდნენ
ზოგი კი ყავას მიირთმევდა
მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმება იყო
პანდემიის გამო საქართველოში ჯერ კიდევ ძალაში რჩება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად გადაადგილების აკრძალვა
იმოქმედებს თუ არა ეს აქცია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ჯერ-ჯერობით უცნობია
მაგრამ ახალგაზრდა აქტივისტებმა პოზიცია მაინც დააფიქსირეს
კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.
აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.
აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და იძულებით თვითიზოლაციას ევროპის ქვეყნებში შობადობის დონის მკვეთრი კლება მოჰყვა, იუწყება მედია.
ასე მაგალითად, გამოცემა El Pais–ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ესპანეთში შობადობა 22,6%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიური პერიოდი მაჩვენებელთან შედარებით.
„ჯერჯერობით 2021 წლის მხოლოდ ორი თვის მონაცემები გვაქვს. ეს ცოტაა იმისათვის, რომ მთელი წლის ზუსტი პროგნოზი გავაკეთოთ. თუმცა უკვე ახლა ნათელია, რომ მოსალოდნელია ძლიერი ვარდნა“, — აცხადებს ესპანეთის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორი დიეგო რამირო.
იგივე ვითარება შეინიშნება ევროპის სხვა ქვეყნებშიც. იტალიაში გასული წლის დეკემბერში ახალშობილთა რაოდენობა 21,6%-ით იყო შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო საფრანგეთში იანვარში შობადობა 13%-ით დაეცა.
გამოცემის ინფორმაციით, იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც წყვილებს აიძულებს, გადადონ ოჯახების შექმნა და შვილების გაჩენა, პირველ ადგილზეა კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაო ადგილების მკვეთრი შემცირება და მაღალი სიკვდილიანობა.