საქველმოქმედო აქცია

,,შემოსე ხეები" სოფიკო ჭიაურელის სკვერში საქველმოქმედო აქცია გაიმართება

123
(განახლებულია 14:21 13.01.2020)
აქციაში, რომელიც წელს მესამედ იმართება, მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქციაზე მისულ შეჭირვებულ, უპოვარ ადამიანებს ცხელი ჩაით, ყავით, ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისში საშობაო საქველმოქმედო აქცია „შემოსე ხეები" 17 იანვარს სოფიკო ჭიაურელის სკვერში გაიმართება, ნათქვამია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მანანა კვირკველიას Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ, სოფიკო ჭიაურელის სკვერში (კოტე აფხაზის ქუჩა) მიიტანონ ყველაფერი, რაც ზამთრის ცივ დღეებში ადამიანებს გამოადგებათ – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, პლედები, საკანცელარიო ნივთები, ბავშვის ტანსაცმელი, სათამაშოები, ტკბილეული, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ.

საქველმოქმედო აქცია „შემოსე ხეები" 12:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

„აქციაზე მოსულ შეჭირვებულ, უპოვარ ადამიანებს ცხელი ჩაით, ყავით, ტკბილეულით გავუმასპინძლდებით. მათ საშუალება ექნებათ თბილი ტანსაცმელი, მათთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები აირჩიონ და თან წაიღონ", – ნათქვამია განცხადებაში.

აქცია წელს მესამედ იმართება. მასში ორგანიზატორებთან ერთად (მანანა კვირკველია, გულიკო გამსახურდია) შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობენ.

 

123
თემები:
ახალი 2020 წელი (37)