თბილისის მერი ახალი წლის შესახვედრად ყველას პირველი რესპუბლიკის მოედანზე იწვევს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაშობაო სოფელი
საშობაო სოფელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაძლებელია ახალი წლის შეხვედრა სახლში, ოჯახურ წრეში, ასევე ყველასთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე საყვარელი სიმღერებისა და ფერადოვანი ფეიერვერკების ფონზე.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ყველას იწვევს საახალწლო ღონისძიებაზე, რომელიც 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება.

როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, საახალწლო პროგრამა ძალზე საინტერესო იქნება.

„მინდა ყველა დავპატიჟო 31-ში რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გაიმართება გალა-კონცერტი და ერთად შევხვდეთ ახალ წელს. მობრძანდით თქვენი შვილებით, წამოიყვანეთ შვილიშვილები. საკმაოდ საინტერესო პროგრამა იქნება, ძალიან მაგარი ფეიერვერკი იქნება", – განაცხადა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ საშობაო სოფელი და ღონისძიებები ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესოა. აქ შექმნილია ნებისმიერი ასაკისთვის გათვლილი საახალწლო კუთხეები. ადამიანებს შეუძლიათ იქ მისვლა, გართობა და დასვენება.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხი გაანათეს - Sputnik საქართველო
საახალწლო საქართველო: როგორ გაანათეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე

საშობაო სოფელი 13 იანვრის ჩათვლით იმუშავებს.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველ საღამოს ჩატარდება კონცერტები ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, დღისით კი გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიებები, პირველი რესპუბლიკის მოედნის გარდა, ასევე ჩატარდება ორბელიანის მოედანზე. 15 იანვრამდე საშობაო სოფელი ადამიანებს აგრეთვე უმასპინძლებს City Mall-ში ქავთარაძის ქუჩაზე.

თეატრის მოყვარულები მარიონეტების თეატრში შეძლებენ სპექტაკლ „სტალინგრადის" ნახვას, ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოდგენილი იქნება ბალეტი „მაკნატუნა" და სხვ.

საახალწლო საქართველო: როგორ გაანათეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე>>

ოფიციალური დასვენების დღეები საქართველოში გამოცხადებულია 1 და 2 იანვარს, ასევე 7 იანვარს – შობის დღესასწაულზე.

ყველა ახალი ამბავი
0