„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 5 დეკემბერს

გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 5 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, გივი კარტოზიას, ელგუჯა ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ივანე ბერიტაშვილის, ნიკოლოზ დგებუაძის, მზია ერისთავის, ივანე გვარამაძის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ალექსანდრე წერეთლის, ელვერ კუპატაძის, ტაძრის, დავით სარაჯიშვილის, შუშის, მონასტრის, გელა ჭედიას, წყალსადენის, ლაზოს, ზარზმის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, გრიგოლ მუხაძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, რაზმაძის, კავსაძის, მოსაშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოსიპ მანდელშტამის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინწკირველის, ღუდუშაურის, კახიანის, კელაპტრიშვილის, მესხის, ნოსტეს, უიარაღოს, ხუდადოვის, ქებურიას, ურიდიას, წრომის, ცოტნე დადიანსი და ბიჩინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0