წინასაახალწლო სამზადისი: თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnikახალი წელი თბილისში
ახალი წელი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა  შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გვირაბში - Sputnik საქართველო
მეტეხის გვირაბებში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

მერიის ცნობით, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.

მელიქიშვილის ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 1 დეკემბერს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო 2 დეკემბერს, ასევე 24:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება.

ქალაქის წინასაახალწლო მორთვის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება.

25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხის ღირებულება 304,8 ათასი ევროა, სხვადასხვა აქსესუარები და ახალი განათებები კი 525 ათასი ევრო დაჯდება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე იტალიაში თბილისისთვის საახალწლო განათებების დამზადების პროცესს გაეცნო - ვიდეო

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილ კომპანიებს დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

თბილისის ცენტრში საახალწლო დღესასწაულის დროს ტრადიციულად გაჩნდება „საახალწლო სოფელი". გასულ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა კონცერტები, კოსტიუმირებული შოუ–წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენებები და ბაზრობა. ღონისძიებების დიდი ნაწილი კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0