„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 20 ნოემბერს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I მიკრორაიონის, მეტრომშენის დასახლების და შალვა მშველიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის II, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, II კვარტლების, დავით კვაჭანტირაძის, ემზარ სულაქველიძის, ალუბლების და იოზეფ პილსუდსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას V ქუჩის, თამარ მეფის, ჯანჯღავას, გლდანულას, გლდანის ხევის, გლდანის, კაჭარავას და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, II, VII მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ხევისპირის, ქერჩის, ვარდისუბნის, 26 მაისის, ბორითის, ბოლნისის და თერგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას, კოჯრის და წავკისის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, ილორის, იოსებ ჟორდანიას, თამაზ ხვიტიას, აფხაზეთის და გაგრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0