საპატრულო პოლიცია: დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Sputnik„საცობი" თბილისში
„საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში საპროტესტო აქციები ხუთშაბათს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები ჩააგდო, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის გამო დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს არ უშვებენ>>

უწყების ცნობით, გზებზე მოძრაობა აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო შეიზღუდა.

კერძოდ:

  • ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია პარლამენტის შენობის მიმდებარე ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე;
  • რუსთაველის გამზირზე მოძრაობა თავისუფლების მოედნიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე" ორმხრივად აკრძალულია;
  • რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
  • მძღოლებს მოძრაობა რუსთაველის გამზირის პარალელური თაბუკაშვილის ქუჩის გავლით შეუძლიათ;
  • სოლოლაკიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელია დანიელ ჭონქაძის ქუჩის გავლით;
  • შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადისთვის თავისუფლების მოედნის გავლით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ პუშკინისა და ლეონიძის ქუჩის გავლით.

უწყების ცნობით, საპატრულო ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთებზე საგზაო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ავტოტრანსპორტის მოძრაობას არეგულირებენ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს

თბილისში საპროტესტო აქციები ხუთშაბათს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები ჩააგდო, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენეს: ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, არჩევნებამდე მოქმედი მთავრობის გადადგომა და ივნისის აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.

პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე და შენობის ყველა შესასვლელთან კარვებია გაშლილი. საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელები ამ დრომდე ბლოკირებულია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი გუშინ ჩახერგეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0