„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 13 ნოემბერს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ანაპის, თორნიკე ერისთავის, ფეიქართა, მოლითის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში 10 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ნუხუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის, საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ჟღენტის, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, იოსელიანის, ანაკლიის, ჯიქიას, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, IV მიკრორაიონების, აღმაშენებლის ხეივნის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, ფარნავაზის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, კანდელაკის, ლვოვის, ტაშკენტის, ოდესის, ზოვრეთის და ლევანდოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის აღმართის, ელენე ახვლედიანის და ხეთაგუროვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0