თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 6 ნოემბერს

40
(განახლებულია 13:39 06.11.2019)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, დიმიტრი გულიას, გულუას, დიდი ხეივნის, ხეივნის, უსახელოურის, შავიშვილის, ვლადიმერ წითლანაძის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის და ჟორდანიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, სოფელი გიორგიწმინდის, გლდანის მასივის II, VI, VII, VIII მიკრორაიონების, შეშელიძის, ხიზანიშვილის, ხევისპირის, ბერთუბნის, ფარსმან ქველის და აღმაშენებლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, კონსტანტინე ლესელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ლისის, თუთის, მუხის, ტირიფების, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, ტარიელის, ნესტან-დარეჯნის, ავთანდილის, თინათინის, ხატაეთის, შერმადინის, ასმათის, ფატმანის, უსენის, რამაძის, დავარის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ბაგრატ III-ის, არქანჯელო ლამბერტის, ბარონ დე ბაის, ჰაინრიხ კლაპროთის, სტრაბონის, ბერტა ფონ ზუტნერის, იაკობ რაინეგსის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენის, რაფიელ დანიბეგაშვილის, ერედვის და ნიკო ბურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლოჭინის ხევის და თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

40
თემები:
თბილისი დღეს (1617)
მგზავრი ავტობუსში

ავტობუსების დამატების საკითხი მერიის გადასაწყვეტია თბილისის სატრანსპორტო კომპანია

49
(განახლებულია 19:04 28.05.2020)
სატრანსპორტო კომპანიაში ეჭვობენ, რომ ავტობუსების რაოდენობა საკმარისი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრების რაოდენობა შეიზღუდება.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგ ავტობუსების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, მათი რაოდენობის გაზრდა მერიის გადასაწყვეტია, აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

„ყვითელი მარშრუტკები“ თბილისის ქუჩებში 29 მაისიდან გამოჩნდება>>

ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო, მუშაობას თბილისში 29 მაისს განაახლებს.

„ყოველდღიურად ხაზზე დაახლოებით 500-550 ავტობუსი მოძრაობს. თუ აღნიშნული რაოდენობა საკმარისი არ იქნება, ავტობუსების დამატების გადაწყვეტილება თბილისის მერიამ უნდა მიიღოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი წესების მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ავტობუსები ღია ფანჯრებითა და გამორთული კონდიციონერებით იმოძრავებენ.

„ხაზებზე არც ერთი ავტობუსი არ იმოძრავებს, რომელსაც ფანჯრები არ ექნება გაღებული“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

ყველა მგზავრს უნდა ეკეთოს პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ავტობუსის სალონში არ შეუშვებენ. მეტროში ამ პროცესს პოლიცია გააკონტროლებს, ხოლო ავტობუსებსა და გაჩერებებზე – მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები და კონდუქტორები.

რაც შეეხება სოციალური დისტანციის დაცვას ავტობუსებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი რეკომენდაცია არ მიუღიათ.

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზანით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. 31 მარტიდან დაწესდა კომედანტის საათი, ასევე შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

49
თემები:
COVID-19 საქართველოში
საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშები

თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

34
(განახლებულია 17:59 28.05.2020)
აზერბაიჯანი დღეს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 102-ე წლისთავს აღნიშნავს, რომლის შესახებ დეკლარაციასაც 1918 წლის 28 მაისს თბილისში მოეწერა ხელი.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა დღეს, საღამოს აზერბაიჯანის დროშის ფერებით განათდება.

როგორც „პირველი არხი“ იუწყება, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, საელჩოს თანამშრომლებმა, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ (SOCAR Energy Georgia) გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა, აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა კავშირის (AZEBI) წევრებმა და სხვა პირებმა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკში ეროვნული ლიდერის ბიუსტი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.

ისინი ასევე ეწვივნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების ფატალი ხან ხოსკისა და ჰასან ბეი აგაევის საფლავები.

რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აზერბაიჯანის საელჩოს შენობის წინ დამონტაჟებულ სპეციალურ ელექტრონულ დაფაზე აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი წარმოადგინეს. ამას გარდა, დღის განმავლობაში ეკრანზე გავა 15-წუთიანი ვიდეორგოლი ქვეყნის განვითარების ისტორიის შესახებ.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა.

ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსულმანურ აღმოსავლეთში.

დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ თბილისში მოეწერა ხელი.

34
სომხეთის საელჩო

რუბენ სადოიანმა სომხეთის პირველი რესპუბლიკის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო

0
(განახლებულია 17:59 28.05.2020)
თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში 102 წლის წინ სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია მიიღო.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik.  საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატებმა, ელჩ რუბენ სადოიანის ხელმძღვანელობით, სომხეთის დამოუკიდებლობის დღე თბილისში მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში სტუმრობით აღნიშნეს. 

როგორც საელჩოში განაცხადეს, სწორედ ამ სასახლეში 102 წლის წინ სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია მიიღო. ორი წლის წინ, სომხეთის საელჩოს ინიციატივით, დეკლარაციის ხელმოწერის ადგილზე მემორიალური დაფა განთავსდა. დღეს სომეხმა დიპლომატებმა ადგილი ყვავილებით შეამკეს.

1917 წელს რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ყოფილ სასახლეში ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობა მოქმედებდა, 1918 წლის 26 მაისს კი ერთ–ერთ დარბაზში საქართველოს, შემდეგ კი სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე გამოცხადდა.

0