თბილისში ჟიული შარტავას ბიუსტი განთავსდება

© photo: Sukhumi underground / FBჟიული შარტავა
ჟიული შარტავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს თავისი გმირების შესახებ

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში ქვეყნის ეროვნული გმირების - ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას, და სოხუმის მერის, გურამ გაბისკირიას ბიუსტები დაიდგმება. შესაბამისი ბრძანება ქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გასცა.

სტალინის მუზეუმი ახალსოფელში თემურ კუნელაურის სახლში - Sputnik საქართველო
ყვარელში სტალინის ბიუსტს საღებავი გადაასხეს

მოსალოდნელია, რომ შარტავას ძეგლის გახსნა იუბილეს დაემთხვევა. 2019 წელს მას 75 წელი შეუსრულდებოდა.

„დღესდღეობით, მისი ბიუსტები განთავსებულია ქალაქ რუსთავსა და სენაკში, თუმცა არა - თბილისში. ჟიული შარტავა იმსახურებს იმას, რომ მისი ბიუსტი არსებობდეს დედაქალაქშიც. ჟიული შარტავასთან ერთად, მე ვიტყოდი, გურამ გაბისკირიას ძეგლიც. ჩვენმა მომავალმა თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩვენი გმირების შესახებ“, - აღნიშნა კალაძემ.

ბიუსტის კონცეფციის შემუშავებისა და ადგილის შერჩევის საკითხების მოგვარება მერმა თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა.

ჟიული შარტავა - პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე - ქალაქ სენაკში პედაგოგების ოჯახში 1944 წლის 7 მარტს დაიბადა. 1980-იან წლებში იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან.

აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით, შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

მამაკაცი, რომელმაც ძაღლის გადასარჩენად თავი გაწირა – ქობულეთში უჩვეულო ქანდაკება დაიდგმება >>

იგი ბოლო წუთამდე თანამებრძოლებთან ერთად რჩებოდა. უარი განაცხადა მინისტრთა საბჭოს დატოვებაზე სოხუმის დაცემის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან უვნებლად გაყვანა შესთავაზეს.  

სოხუმი აფხაზი და ჩრდილოეთ კავკასიელი შეიარაღებული ფორმირებების ხელში 1993 წლის 27 სეტქემბერს გადავიდა, 30 სექტემბერს კი მათ კონტროლი დაამყარეს აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოში ამ დღეს აღნიშნავენ, როგორც ხსოვნისა და იმედის დღეს.

შარტავა თბილისის ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული.

სიღნაღი - Sputnik საქართველო
სიღნაღში დამწვარი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღმოჩნდა

გურამ გაბისკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1960-იანი წლების მიწურულს სოხუმის „დინამოში“ თამაშობდა, შემდეგ სტავროპოლის, მინსკის, კისლოვოდსკისა და თბილისის გუნდებში.

1972 წლიდან იყო რესპუბლიკური კატეგორიის, 1974 წლიდან კი - საკავშირო კატეგორიის მსაჯი. მას შემდეგ, რაც 1989 წელს ყველა ქართულმა გუნდმა, სოხუმის „დინამოს“ გარდა, დატოვა სსრკ-ის ჩემპიონატი, მონაწილეობდა ფეხბურთის კლუბ „ცხუმის“ შექმნაში, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე გამოდიოდა.

1992 წლიდან იყო სოხუმის მერი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს აფხაზეთის პროქართული მინისტრთა საბჭოს მხარეს იდგა. 1993 წლის 27 სექტემბერს მინისტრთა საბჭოს წევრებთან და თანამშრომლებთან ერთად აფხაზეთის მთავრობის შენობაში ტყვედ აიყვანეს და სოხუმიდან გუდაუთასკენ მიმავალ გზაზე დახვრიტეს. გურამ გაბისკირიას ცხედარი მისმა ვაჟმა 2005 წელს ფოტოზე ამოიცნო.

2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაბისკირია სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. 2017 წლის ოქტომბერში მისი ნეშტი თბილისში გადმოასვენეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0