კალაუბანი, თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 26 ოქტომბერს

65
(განახლებულია 11:16 24.10.2019)
დღისით ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს, 26 ოქტომბერს მზიანი ამინდი ელოდებათ.

მზე 07:25 საათზე ამოვა და 18:04 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +10 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +20 გრადუსი იქნება.

65
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (567)
აღმაშენებლის ხეივანი

აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა შეიზღუდება

32
(განახლებულია 22:23 24.11.2020)
აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სოფელ დიღომში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებია.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.

სოფელ დიღომში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებ გრძელდება. ამ ეტაპზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წრიულ სამანქანო ზოლში ჩატარდება.

25 ნოემბრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოების მიმდინარეობისას ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მძღოლები ავტომობილების მობრუნება მომდევნო წრიულ ზოლში შეძლებენ.

თბილისის მერია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდის უხდის.

32
თემები:
თბილისის მერია
თბილისში მოქმედი შადრევნები გაითიშება

თბილისში მოქმედი შადრევნები გაითიშება

51
(განახლებულია 20:30 24.11.2020)
დედაქალაქში შადრევნები ახლა გაითიშება და უკვე გაზაფხულზე, ტემპერატურის მომატების შემდეგ კვლავ ჩაირთვება.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ტემპერატურის ცვლილების გამო 25 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება. ინფორმაციას ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზამთრის დადგომისას შადრევნები ყოველ წელს ითიშება, მათ მომავალი წლისთვის ამზადებენ და გაზაფხულზე, ტემპერატურის მომატების შემდეგ კვლავ ჩართავენ.

თბილისში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია.

51
თემები:
თბილისი დღეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ყარაბაღში არსებული სიტუაცია განიხილეს

0
რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ერდოღანს გააცნო ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების მხარდაჭერას ახორციელებენ

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ცენტრი განიხილეს, იუწყება კრემლის პრესსამსახური.

სატელეფონო საუბარი თურქეთის ინიციატივით შედგა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს იმ გადაწყვეტილებების სრული და თანმიმდევრული შესრულების აუცილებლობა, რომლებიც „რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად არის მიმართული“.

აღინიშნა, რომ პუტინმა ერდოღანს გააცნო ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების მხარდაჭერას ეფექტურად ახორციელებენ.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მთიან ყარაბაღში პრიორიტეტულია ისეთი ჰუმანიტარული პრობლემები, როგორებიცაა დევნილების დაბრუნება, რელიგიური და კულტურული ობიექტების შენარჩუნება, ინფრასტრუქტურის აღდგენა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდ ნაწილს გადააბარებს.

მთიან ყარაბაღში რუსი ოფიცერი ნაღმზე აფეთქდა >>

ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე კონტროლის მიზნით მთიანი ყარაბაღის ზონაში მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება – შეთანხმებულია 1960 სამხედრო მოსამსახურის, 90 ჯავშანტრანსპორტიორის, 380 ერთეული საავტომობილო და სხვა სპეცტექნიკის შეყვანა.

0
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020