„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 22 ოქტომბერს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა" მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, პეკინის გამზირის, კონსტანტინე გამსახურდიას I და II კვარტლების, მეფე მირიანის, კოსტავას, საბურთალოს, ვახტანგ ჭაბუკიანის, ხვიჩიას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და დოდო აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0