საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი თბილისში დაახლოებით 300 ათასი ლარი დაჯდება

გამოწერა
თბილისის მერია წლის ბოლომდე ლითონის კიდევ ათ საფეხმავლო ხიდს მოხსნის.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი აღარ განხორციელდება.

ქალაქის ხელისუფლებამ 34-დან 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. აქედან ცხრა უკვე აღებულია. დანარჩენების დემონტაჟი წლის ბოლომდე მოხდება. ხიდების ადგილზე „ზებრა" გადასასვლელები და შუქნიშნები მოეწყობა.

მეტროს ვაგონი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეიძენს

„დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. მათი აღდგენა არ იგეგმება. მომავალში, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება", – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ხიდების დემონტაჟისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 307,8 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.

ამასთან, 2018 წელს ხიდების რემონტსა და გამყარებაზე 237,7 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0