„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 11 ოქტომბერს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 11 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის, ხიზაბავრის, ხევძმარის, ილია ვეკუას, თიანეთის, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, ზნაკვის, ჩხარის, სნოს, გიორგი გაგილაძის, ავშნის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილორივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ფალიაშვილის და საკანდელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, იმედა კახნიაშვილის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერწოს, ქსნის და ქვიშხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცინცაძის, გიორგი სააკაძის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, ნიკო მარის, იმერეთის, ეროსი მანჯგალაძის და სვანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოდაშვილის, საექიმოს, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, ნავთლუღის, რთველაძის, იუნკერთა, ჰოსპიტალის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0