ტრანსპორტის მოძრაობა გლდანში

გლდანში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

140
გლდანის რაიონის ორი ქუჩის შეკეთება მომავალი წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. გლდანის რაიონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია საუბარი.

შეზღუდვა იმოქმედებს ორშაბათის 23:00 საათიდან ოთხშაბათის 23:00 საათამდე.

ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ხიზანიშვილის ქუჩის ერთ მონაკვეთზე, ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტი იმოძრავებს ცალმხრივად – მაისურაძის ქუჩიდან პოლიციის მიმართულებით.

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ, ეს შეეხება №23, №33, №24 და №51 ავტობუსებს.

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2020 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

პრემიერი: გზებს იქაც გავიყვანთ, სადაც არასდროს ყოფილა >>

სექტემბრის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნულ მონაკვეთზე მომუშავე კომპანიები უკანასკნელად გააფრთხილა და სამუშაო პროცესში დარღვევებზე მიუთითა. ქალაქის თავმა კომპანიებს მოუწოდა, კეთილსინდისიერად შეესრულებინათ სამუშაო და დაემატებინათ ჯგუფები საქმის თავის დროზე დასასრულებლად.

140
თემები:
თბილისი დღეს (1660)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 9 ივლისს

100
(განახლებულია 15:14 07.07.2020)
ხუთშაბათს კვლავ სიცხე იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორც დღეს – ხუთშაბათს დედაქალაქში სულ +34 გრადუსი იქნება, და თუ გაგვიმართლებს, ჰაერს წვიმაც გააგრილებს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ხუთშაბათს, 9 ივლისს უპირატესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +23, ხოლო დღისით +34 გრადუსი.

ქარი ღამით 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

100
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
კალაუბანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 ივლისს

2146
(განახლებულია 14:39 06.07.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი 37 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს, 8 ივლისს მზიანი, ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:34 საათზე ამოვა და 20:37 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 23, დღისით მაქსიმალური კი პლუს 37 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

2146
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
გიორგი შაქარაშვილი

„შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში...“ - შაქარაშვილის დის სკანდალური განცხადება

0
(განახლებულია 15:19 07.07.2020)
თითქმის ორი კვირა გავიდა, რაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ელოდება ექსპერტიზის პასუხს, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

თბილისი, 7 ივლისი  — Sputnik. 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მისი მეგობრის, ვახო ახვლედიანის შეცვლილ ჩვენებას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის და, ანა შაქარაშვილი ეხმაურება.

ანი შაქარაშვილი ამბობს, რომ კადრებში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, კარგად ჩანს, როგორ ცდილობს გიორგი შაქარაშვილი ვახოს დაცვას, ეს უკანასკნელი კი პირველ ჩვენებაში ამბობდა, რომ მასაც და გიორგისაც „გინებით მისდევდნენ მკვლელები“, ახლა კი ამტკიცებს, რომ საცემრად სულაც არ მისდევდნენ.

„თუ მართლა ასე იყო, რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული. ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია”, – წერს შაქარაშვილის და.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ვახო ახვლედიანმა ჩვენება შეცვალა და ამბობს, რომ  თავდამსხმელების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა.

23 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.  

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.

0