თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

© courtesy of Vivacelloგია ყანჩელი
გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომელ გეოგრაფიულ ობიექტს მიენიჭება დიდი კომპოზიტორის სახელი, ყანჩელის ოჯახი და საზოგადოება გადაწყვეტს

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოში გამოვიდნენ ინიციატივით თბილისის ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს, ნათქვამია თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის განცხადებაში.

„მისი მელოდიები სულის სიმებს ეხებოდა“ - რუსეთში ყანჩელს გლოვობენ >>

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოჩენილი მუსიკოსი დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის რუსთაველის თეატრიდან აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს.

„კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა. ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რომელ ობიექტს მიენიჭება კომპოზიტორის სახელი, კომისია ყანჩელის ოჯახთან და საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს.

ჰააგის უძველესი ეკლესია - Sputnik საქართველო
ჰააგის უძველესი ეკლესიის სამრეკლოდან გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ აჟღერდა

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია, მინიჭებული აქვს საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი", პრემია „ნიკე" ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა") დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის" პრემია და სხვ. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია „ნიკას" აკადემიკოსი.

დიდებული კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. კომპოზიტორს გლოვობს ყველა – გამოჩენილი კულტურული და საზოგადო მოღვაწეები, ისინი, ვინც ყანჩელს პირადად იცნობდა და ისინიც, ვინც მის მუსიკებზე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0