თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

© photo: Sputnik / SPUTNIK / LEVAN AVLABRELIევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუნიციპალური ავტობუსები ევროპის მოედნის ნაცვლად კოტე აფხაზის ქუჩით მოძრაობენ

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობის" საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის ისტორიულ ნაწილში, ევროპის მოედანზე ამ უქმეებზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

როგორი იქნება „თბილისობა–2019“: კალაძემ გრანდიოზულ გეგმებზე ისაუბრა >>

ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები – N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან.

თბილისის მერიამ დისკომფორტის გამო ბოდიში მოიხადა.

პურის ფესტივალი - Sputnik საქართველო
ყველაზე გემრიელი და მხიარული: თბილისში პურის მასშტაბური ფესტივალი გაიმართება

სადღესასწაულო ღონისძიებები 5-6 ოქტომბერს წელს ოთხ ლოკაციაზე – რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

„თბილისობის“ დღესასწაულზე 5 ოქტომბერს საღამოს გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და გალა-კონცერტი „მე ვარ თბილისი". 6 ოქტომბერს კი ევროპის მოედანზე სტუმრები საჰაერო თეატრის წარმოდგენას იხილავენ, რომელშიც მონაწილეობენ ბრიტანელი და ესპანელი აკრობატები.

წელს „თბილისობა“ 35-ედ აღინიშნება. პირველად დედაქალაქის დღე 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.

2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0