საქართველოში შესაძლოა მიკროავტობუსების წარმოება დაიწყონ

© Sputnik / Alexander Imedashviliყვითელი სამარშრუტო ტაქსები თბილისში
ყვითელი სამარშრუტო ტაქსები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისის მიკროავტობუსმა“ წამოაყენა წინადადება, რომ ისინი განახორციელებენ 30 მილიონის ინვესტიციას საქართველოში მიკროავტობუსების აწყობა-წარმოების მიმართულებით.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ საქართველოში მიკროავტობუსების წარმოების წინადადებით გამოდის, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

„კომპანიის მხრიდან იყო წინადადება, რომ ისინი განახორციელებენ 30 მილიონის ინვესტიციას საქართველოში მიკროავტობუსების აწყობა-წარმოების მიმართულებით. თუ ეს განხორციელდა, მე ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან ეს იქნება ქართული ბრენდი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ყვითელი ავტობუსები თბილისში - Sputnik საქართველო
ყვითელი მიკროავტობუსები უფრო მეტად კომფორტული გახდება

დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

„გვეყოლება საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გაიყიდება, არამედ შესაძლებელია, გავიდეს ექსპორტზეც. თუმცა, ეს ჯერ მოლაპარაკებების დონეზეა, გადაწყვეტილება არ არის მიღებული და არ ვიცი, რამდენად შეძლებენ ისინი ამის გაკეთებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის თქმით, დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსები კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი და პარკის განახლება. ანალოგიური მოთხოვნა გვაქვს მიკროავტობუსების კომპანიასთან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანასთან დაკავშირებით დაწესებული გვაქვს საკმაოდ მაღალი სტანდარტები, რაც დასტურდება იმ ავტობუსებით, რომლებიც უკვე შევისყიდეთ. თუ საქართველოში წარმოებული მიკროავტობუსებიც ამ სტანდარტების შესაბამისი იქნება, შემოვიყვანთ ბაზარზე, თუ არადა მოგვიწევს ჩამოყვანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოწევა კლავს! – სამარშრუტო ტაქსიში მოწევის გამო მძღოლს მართვის უფლება შეუჩერეს >>

შპს „თბილისის მიკროავტობუსი“, რომელიც 2011 წელს დაარსდა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის – შპს „თბილ ლაინის“, შპს „კაპიტალ გრუპის“, შპს „ფაბლიქ ქარის“ და შპს „თბილ ქარის“ მართვას ახორციელებს.

აღნიშნულმა კომპანიებმა ოცი წლის ვადით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0