დღეიდან ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემა ძალაში შევიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliტაქსის გაჩერება
ტაქსის გაჩერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემას ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ითვალისწინებს.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. დღეს, 1 ოქტომბერს ამოქმედდა თბილისში ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემა, რომელსაც ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ითვალისწინებს.

ტაქსის მძღოლების A და B კატეგორიებად დაყოფა 1 ივლისიდან დაიწყო. ტაქსის მძღოლებს მათთვის შესაფერისი კატეგორია უნდა აერჩიათ მერიის სპეციალურ გვერდზე taxi.tbilisi.gov.ge, შემდეგ კი დოკუმენტებისთვის იუსტიციის სახლისთვის მიემართათ.

ტაქსის მძღოლებს მალე А და В კატეგორიების ლიცენზიებს გადასცემენ>>

ქალაქის მერის კახა კალაძის მიერ ინიცირებული ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპი კი A და B კატეგორიებიდან ერთ-ერთის სავალდებულო არსებობას გულისხმობს.

ტაქსი - Sputnik საქართველო
იუსტიციის სახლმა ტაქსის მძღოლებზე ახალი ლიცენზიების გაცემა დაიწყო

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ამ ადგილებით აქამდე ყველა ტაქსი სარგებლობდა.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

ყველა ახალი ამბავი
0