„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 30 სექტემბერს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, წერონისის, კეხვის, ახალმოწამეთას, ხუდადოვის, ელო ანდრონიკაშვილის და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების, ავშნის, ნუშის, მონადირის და ნიჟარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ართმელიძის, ვაზისუბნის, ბერიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების, დვალის და თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის და კალაუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ბაქრაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ტაბიძის, რაზმაძის, კლდიაშვილის, აბაშელის და მარუხის გმირთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, გალის, პეტრიაშვილის, თერგის, გოგებაშვილის, შანიძის და ბაშალეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის შესახვევის, მეტეხის აღმართის, ევროპის მოედნის, რუისის, მეტეხის, ჩეხოვის და ჯორბენაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0