თბილისში მარათონი დაიწყო - დედაქალაქის ცენტრში მოძრაობა შეზღუდულია

© AP Photo / Andrey Proninთავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დღეს მარათონელები დარბიან

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. დედაქალაქში მერვე ყოველწლიური საქველმოქმედო თბილისის მარათონი დაიწყო - თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

მარათონი ტრადიციულად ტარდება თბილისის ცენტრალურ ქუჩებში. მორბენლებმა სტარტი 9:00 საათზე რუსთაველის გამზირზე პირველი სკოლის ტერიტორიიდან აიღეს, დაარტყამენ წრეს და ფინიშიც იქვე იქნება.

„თბილისი-მარათონი“ - Sputnik საქართველო
„თბილისი-მარათონის“ გამო დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

შესაბამისად, შეზღუდვები ვრცელდება კრწანისის მოედანზე, გორგასლის ქუჩაზე, კოტე აფხაზის, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ტაბიძის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან დაწყებული თამარ-მეფის გამზირამდე), ბაქოს, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ზაარბრიუკენის მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

შეზღუდვა იმოქმედებს 13:00 საათამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი ასევე დროებით შეიცვლება.

მარათონი საქველმოქმედოა. გასულ წელს, 50-მდე ქვეყნიდან დაახლოებით 2,8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქედან 500 ბავშვი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0