„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 27 სექტემბერს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II და IIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გობრონიძის (ნაწილობრივ), გმირ კურსანტთა, ხევძმარის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, იყალთოს, ბახტრიონის, კოსტავას, თამარაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ირინა შტენბერგის, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, მერაბ ქვილითაიას, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, რევაზ მამისაშვილის, გიორგი გვაზავას, ეკატერინე ბაღდავაძის, ენუქიძის, გიორგი ოდიშელიძის, გუმათჰესის, პაატა გუგუშვილის, ცისკარიშვილის, იდუმალის, ნიკოლოზ აფხაზის, თურაშაულის, მოსტკოვის, ლევან რაზიკაშვილის, ენგურჰესის, მებაღეობის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და დისევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მცხეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0