თბილისის ტრანსპორტის გენერალურ გეგმას დანიური კომპანია მოამზადებს

© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტი თბილისში
ტრანსპორტი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია მოამზადებს სტრატეგიულ დოკუმენტს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების შესახებ, განაცხადა მერმა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დანიური კომპანია მოამზადებს თბილისის ტრანსპორტის 15-წლიან გენერალურ გეგმას, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სპეციალურ ტენდერში, რომელიც მუნიციპალურმა ფონდმა გამოაცხადა, დანიურმა კომპანია Ramboll Group-მა გაიმარჯვა. ტენდერი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გაიმართა.

„უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს ტრანსპორტის გენერალური გეგმაა, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს – საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების, ასევე ქვეითთა გადაადგილებას. დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

Каха Каладзе в новом автобусе - Sputnik საქართველო
კალაძე მგზავრის როლში - თბილისში ახალი ავტობუსები გამოჩნდა

„იქნება 15-წლიანი დოკუმენტი და ერთ დღეს, როდესაც მერიაში მე აღარ ვიქნები, ვინც შემდეგი მერი და მერიის თანამშრომელი იქნება, მათ ექნებათ სრული დოკუმენტაცია, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი სატრანსპორტო დოკუმენტი ასევე ხელს შეუწყობს „საცობებისგან“ განტვირთვას, რაც დედაქალაქისთვის დიდი პრობლემაა.

ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ამჟამად ასევე მუშაობს ფრანგული კომპანია Sistra. თუმცა, ფრანგული კომპანია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დაგეგმარებით არის დაკავებული, ხოლო დანიური კომპანია სტრატეგიულ დოკუმენტზე იმუშავებს, განმარტა თბილისის მერმა.

დამატებითი თანხები ავტობუსების შესაძენად: რამდენით გაიზრდება თბილისის მერიის ბიუჯეტი >>

სატრანსპორტო დოკუმენტზე მუშაობა დაახლოებით 11 თვეს გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0