თბილისის მერიამ სამშენებლო ნორმების დარღვევებზე ჯარიმებით 19 მლნ ლარი გამოიმუშავა

© Sputnik / Alexander Imedashviliამწე-კრანი მშენებლობაზე
ამწე-კრანი მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძემ კვლავ მოუწოდა დეველოპერებსა და მშენებლებს, არ დაარღვიონ მშენებლობის წესები თბილისში.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ინსპექციამ უკანონო მშენებლობების, ასევე სამშენებლო ნორმების დარღვევისთვის ჯამში 19 მილიონი ლარის ათასზე მეტი ჯარიმა გამოწერა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
თბილისში ყველა შემოწმებულ მშენებლობაზე დარღვევები აღმოჩნდა

„პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯარიმების გაზრდა იყო სწორი. თუმცა, მთავარი იდეა არის ის, რომ სამშენებლო დარღვევები შევამციროთ და არა რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღოს მუნიციპალიტეტმა", – განაცხადა კალაძემ.

მერმა დეველოპერებსა და მშენებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა – კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

მუნიციპალური ინსპექტორების უფლებამოსილებაში შედის არა მხოლოდ მშენებლობაზე მეთვალყურეობა, არამედ ასევე უკანონო ქუჩის ვაჭრობის გამოვლენა და აღკვეთა, ქალაქში სისუფთავის დაცვა, გარემოს დაცვა, რეკლამის გავრცელების წესების დაცვა და ხმაურის კონტროლი.

ყველა ახალი ამბავი
0