„ფორსაჟი 9“: თავისუფლების მოედანზე შეზღუდვები წესდება – ახალი გრაფიკი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია თავისუფლების მოედანზე
საპატრულო პოლიცია თავისუფლების მოედანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილმის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდება.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9-ის გადაღებებთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

უწყების ცნობით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით 13 სექტემბრის 00:00 საათიდან 14 სექტემბრის 00:00 საათის ჩათვლით სოლოლაკსა და ორთაჭალაში, ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება:

  • თავისუფლების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალება;
  • ავლაბრიდან მომავალი ნაკადი ვერ ისარგებლებს ბარათაშვილის ქუჩით, ამიტომ მძღოლები პანდუსის მეშვეობით ჩავლენ მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან;
  • ავტოტრანსპორტი სანაპიროდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ვერ იმოძრავებს, ავტომანქანები სვლას მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებენ, მეტეხის ხიდის მიმართულებით;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გამსვლელ ყველა ქუჩაზე მოძრაობა იკრძალება;
  • კოტე აფხაზის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს შალვა დადიანის ქუჩაზე, საპირისპიროდ, რის შემდეგაც მიხეილ ლერმონტოვის ქუჩის გავლით მოხვდება ივანე მაჩაბლისა და გიორგი ლეონიძის ქუჩებზე;
  • ლადო ასათიანის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტი იმოძრავებს ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით. 
ეთო მდინარაძე - Sputnik საქართველო
„ნუ გაბოროტდებით...“ - ვინ არის ქართველი ქალი, რომელსაც „ფორსაჟი 9-ში“ იღებენ

ამ დროის განმავლობაში სატვირთო ავტომანქანებისა და დიდი ზომის ავტობუსების გადაადგილება აიკრძალება ვახტანგ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, ასევე ლადო ასათიანის ქუჩიდან ოვანეს თუმანიანის ქუჩის მიმართულებით. ისინი იმოძრავებენ ე.წ. კრწანისის ახალი გზით, საიდანაც მოხვდებიან ორთაჭალაში.

13 სექტემბრის 00:00 საათიდან 14 სექტემბრის 12:00 საათამდე:

  • მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე და მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე;
  • მეტროს სადგურ "რუსთაველიდან" ავტოტრანსპორტი მოძრაობას შეძლებს ყოფილ „ფოსტის“ შენობამდე და სვლას განაგრძობს რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით;
  • ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ისარგებლებს ალექსანდრე გრიბოედოვისა და ვასილ ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლითაც მოხვდებიან რუსთაველის გამზირზე.

თბილისის მერიის ცნობით, 14 სექტემბერს სატრანსპორტო სქემები შემდეგნაირად განისაზღვრა:

კოტე აფხაზის ქუჩიდან სოლოლაკისა და მთაწმინდისკენ გადაადგილების მიზნით შალვა დადიანისა და ივანე მაჩაბლის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები ნაწილობრივ შეიცვლება. ტრანსპორტი აფხაზის ქუჩიდან იაშვილისა და ინგოროყვას ქუჩებისკენ დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბლისა და ლეონიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს. 

გეილ ანა ჰარდი - Sputnik საქართველო
„ფორსაჟის“ შემდეგ თბილისს „ტერმინატორისა“ და „მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი ესტუმრება

ტრანსპორტი რუსთაველის გამზირიდან ავლაბარსა და ორთაჭალაში მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოხვდება, რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით, ხოლო 12:00 საათის შემდგომ ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებითაც დაუკავშირდება.

მელიქიშვილის ქუჩიდან სოლოლაკის მიმართულებით როგორც კერძო ტრანსპორტისთვის, ასევე მიკროავტობუსებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჭოველიძის, ბარნოვის, კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით.

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. 06:00-დან 12:00 საათამდე რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები: №6, N14, N33, N42, N52, N58, N87, N88 და N150, ასევე მიკროავტობუსები ჯავახიშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის პანდუსის მეშვეობით უკუმიმართულებით მობრუნდებიან. 12:00 საათის შემდგომ კი ისინი რუსთაველის გამზირს გაივლიან და მოძრაობას მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაასრულებენ. 

ფორსაჟის ავტობანდა თბილისის ცენტრს ლეწავს - Sputnik საქართველო
"ფორსაჟის" ავტობანდა თბილისის ცენტრს ლეწავს – ვიდეო

ანალოგიურად, 06:00-დან 12:00 საათამდე რუსთაველის გამზირიდან ავლაბრისა და ორთაჭალისკენ მოძრავი ავტობუსები: №31, №37 და №46 და მიკროავტობუსები გაივლიან ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. ხოლო 12:00 საათის შემდგომ N31 და N37 ავტობუსები მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მობრუნდებიან, ჩაუხვევენ ჭანტურიას ქუჩაზე, გაივლიან ვირსალაძის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, რის შემდეგაც დადგენილი სქემებით განაგრძობენ მოძრაობას. უკუმიმართულებით ისინი კოსტავას ქუჩას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან. N46 ავტობუსი კი მოძრაობას მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დაასრულებს.

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავი ავტობუსების N2, N25, N39 და N43, ასევე მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროს სადგური „ავლაბარი“ განისაზღვრება.

ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავი N44, N80 და N102 ავტობუსები ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდეგ ჩაუხვევენ მარცხნივ, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და კვლავ ორთაჭალისკენ იმოძრავებენ. N50, N55 და N71 ავტობუსებიც კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად ანალოგიურ მარშრუტს გაივლიან.

კოჯრის გზატკეცილიდან მომავალი ავტობუსები N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 მოძრაობას ამაღლების ქუჩის N11-თან დაასრულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0