„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 13 სექტემბერს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, ლოჭინის დასახლების, ჭირნახულის, სამგორის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, მიხეილ ბერძენიშვილის, ნოდარ ბოხუას და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის, ზემო ვეძისის, ვახტანგ ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და უნივერსიტეტის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გურამ ფანჯიკიძის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, გაბრიელ ეპისკოპოსის, გელათის, ავლაბრის, იორის,

დუშეთის, ცუცქირიძის, ლადო მესხიშვილის, ხიდისთავის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, რთველაძის, ჭრელაშვილის და წერნაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, შენგელიას, ახმეტელის, ალეკო გობრონიძის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0