თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 11 სექტემბერს

63
(განახლებულია 10:59 11.09.2019)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 11 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ბარისახოს, ულიანოვის, გაგრის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, უჯარმის, რევოლუციის, ტრაპაიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ლიბანის და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ვარკეთილის III მასივის VII, X კვარტლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, შუამთის, თრიალეთის, ხომლელის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სვირის, ასურეთის, ლუბოვსკის, სანავარდოს, ავიაქიმიის, კურსების, ჭიჭიკო ბენდელიანის, ზეკარის, კიშინიოვის, ბუგეულის, ლისაშვილის, დარკვეთის და თოდრიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "ავლაბარი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, ევროპის მოედნის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ფაღავას, სევანის, ფერიცვალების, ირბახის, ბოროდინის, ლაგოდეხის, რუისის, მაჭარის, ალიხანიანის, ურბნისის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის, სართიჭალის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ისნის, იზაშვილის, მეფე სოლომონ ბრძენის და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

63
თემები:
თბილისი დღეს (1670)
დიდ დიღომში ახალი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონია

თბილისში ახალი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო

75
კომპლექსი, რომლის მშენებლობაც დიდ დიღომში დაიწყო, 10 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურება, აქ გასართობს ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში დაიწყო ახალი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა, იუწყება დედაქალაქის მერია

„ვიწყებთ კულტურის სფეროს დახმარებას“ – თბილისში კულტურული პროგრამების დაფინანსება იზრდება >>

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე და ვიცემერი ანდრია ბასილია გაეცნენ.

ახალი მულტიფუნქციური ცენტრი 9000 კვ.მ. ფართობზე განთავსდება და 10 ათასზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

ცენტრში იქნება დარბაზები ტანვარჯიშისთვის, ფეხბურთისთვის, კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, სპორტული ორთაბრძოლისთვის, სადაც იმუშავებს ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს, კრივის სექციები; დარბაზი ტრენაჟორებითა და ფიტნესის ცენტრით, ორი აუზი და კაფე.

„დღეს დიდ დიღომში ახალი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის მულტიფუნქციური კომპლექსი და ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დიდი დიღმის ცენტრი მოიცავს სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს, ასევე, მიწისქვეშა პარკინგს. 

მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილშიც დაიწყო.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სპორტული ცენტრები ამ დრომდე არ არსებობდა. სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

75
მუსიკოსები კონცერტზე

„ვიწყებთ კულტურის სფეროს დახმარებას“ თბილისში კულტურული პროგრამების დაფინანსება იზრდება

86
(განახლებულია 21:05 15.07.2020)
დედაქალაქის მერმა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების გადაჭრაში კულტურის სფეროს წარმომადგენლების დახმარება გადაწყვიტა.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. თბილისის ხელისუფლებამ დედაქალაქის კულტურის სფეროს დაფინანსების გაზრდა გადაწყვიტა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტში კულტურის სფეროზე 36,6 მლნ ლარია გამოყოფილი. კალაძეს არ დაუზუსტებია, თუ რამდენით გაიზრდება დაფინანსება.

რა პირობებში იმუშავებენ თეატრები და მუზეუმები საქართველოში – შემუშავდა რეკომენდაციები>>

მერის განცხადებით, გაიმართა არაერთი შეხვედრა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, მერიაში მოისმინეს მათი პრობლემები.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ სფეროს წარმომადგენლებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდეთ. ერთ-ერთი მიმართულება კულტურის სფეროა, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება, რათა აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, რომ ეს რთული პერიოდი, პანდემია... ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გაიარონ. შესაბამისად, ვიწყებთ მთელი რიგი პროგრამების განხორციელებას და დახმარებას, დაფინანსებას, რათა დედაქალაქში კულტურის სფეროს განვითარებას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა რესტორნებისა და კლუბების მფლობელებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე ქალაქის ხელისუფლების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესთავაზა.

„შეიძლება ეს იყოს შენობა-ნაგებობა, შეიძლება უბრალოდ ტერიტორია, სადაც შესაძლებელია ღია სივრცეში საკლუბო სცენის მოწყობა და პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთ სასიხარულო ინფორმაციაზე ისაუბრა – პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ წელსაც გაიმართება.

მერის თქმით, ქართული პოპ-მუსიკის წარმომადგენლები ამ პროგრამის გამოყენებისა და კონცერტების გამართვის შესაძლებლობას მიიღებენ.

კალაძემ თავის მოადგილეს ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ კონკრეტული პროექტების დაფინანსების მიზნით კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია განაგრძოს.

86
თემები:
საქართველო და კულტურა
წარმოსახვა პანიკის შეტევისას

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

0
(განახლებულია 13:11 15.07.2020)
როგორ მოქმედებენ ვარსკვლავები ჩვენს ფობიებზე? რისი ეშინიათ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ცალკეული ნიშნის წარმომადგენლებს? ამაზე სფეროს ექსპერტები მოგვითხრობენ

იმისთვის, რომ შიში დავძლიოთ, მასზე ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, მათ შორის, როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი ჩვენს ფობიებზე.

„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები>>

ვერძი

ვერძი ბუნებით იდეალისტია, მზადაა, ნებისმიერი გზით მიაღწიოს საწადელს, ოცნების გზაზე ძალას არ იშურებს. ამიტომ ეშინია, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს. ნებისმიერი შეზღუდვა მასში განცდებს იწვევს. მაგალითად, ეშინია კლაუსტროფობიის (დახურული სივრცის შიში). ხანდახან კი ისოლოფობია აშინებს (მარტოობის შიში).

კურო

კუროსთვის სტაბილურობაა მნიშვნელოვანი. მთელი ძალებით ებღაუჭება სტაბილურ სამსახურს. ხვალინდელ დღეში რომ იყოს დარწმუნებული, მას უსაფრთხოების ფინანსური „ბალიში“ ესაჭიროება. ამიტომ ეშინია ცვლილებების. ასევე კურო ცდილობს, არ შეეხოს მისტიკას, რომელსაც მისი გეგმების მოულოდელად დანგრევა შეუძლია,

ტყუპი

კომუნიკაბელური და სიცოცხლის მოყვარული ტყუპი მუდამ პირველობისკენ ისწრაფვის. მისთვის წამების ტოლფასია მეორეხარისხოვანი როლის თამაში. ტყუპს ეშინია არასწორი გადაწყვეტილების მიღების, რის გამოც დიდხანს შეიძლება იორჭოფოს თავის ქმედებებში და ერთ ადგილზე იყოს გაჩერებული. ტყუპს უყურადღებოდ დარჩენის ეშინია.

კირჩხიბი

კირჩხიბებზე დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს ნებისმიერი კრიტიკა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ კრიტიკით მათი დათრგუნვა უნდათ. გულდახურულები არიან, რის გამოც პირად ცხოვრებაში ხშირად არ უმართლებთ. ეშინიათ, რომ საყვარელი ადამიანი მათ ვერ გაუგებს, ამიტომ ხშირად განმარტოვდებიან ხოლმე. ასევე ახასიათებს კლაუსტროფობია და აგორაფობია (დახურული და ღია სივრცის შიშები).

ლომი

ლომები ტემპერამენტიანი ხალხია. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წუთს გრძნობდნენ თავისუფლებასა და უპირატესობა–პირველობას გუნდში. ისინი ვერ იტანენ დაცინვას. მიუხედავად მათში ჩადებული ძალისა, ლომებს ტკივილის შეგრძნებებისა ეშინიათ, ამიტომ მათთვის ექიმთან ვიზიტი ღამის კოშმარს ემსგავსება. ასევე ხშირად აქვთ სიმაღლის შიში.

ქალწული

ქალწულები ყაირათიანი და ხელმომჭირნე არიან. ისინი დიდი ყურადღებით ეკიდებიან თავიანთ ნივთებს და არ უყვართ, როცა ვინმე სხვა ეხება მათ. სჯერათ, რომ თითოეულ ნივთს თავისი ენერგეტიკა აქვს. არავის აქვს უფლება, მათ ჩვეულ რეჟიმში ჩაერიოს, ეშინიათ უწესრიგობის. მათ ირგვლივ მხოლოდ „შერჩეული“ ადამიანები არიან, რადგან კრიტიკის ეშინიათ. ხანდახან მერყეობაც სჩვევიათ. ეშინიათ იმ ადამიანებთან კონტაქტის, რომლებმაც მათ, შესაძლოა, ყურადღება არ მიაქციონ. ვერ იტანენ მწერებს.

სასწორი

სასწორი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, თუ გარშემომყოფებისგან ქებას არ მოისმენს. მათ მიმართ ნათქვამ ნებისმიერ უსიამოვნო სიტყვას მათში წინსვლის სურვილის გაქრობა შეუძლია. ყოველთვის იმისკენ ისწრაფვიან, რომ ირგვლივ მყოფებზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინონ, მათთვის მნიშვნელოვანია დადებითი იმიჯის შენარჩუნება. თუმცა ამის გამო პირად ცხოვრებაში ხშირად მარცხდებიან. სასწორს მარტოობისა და სიკვდილის ეშინია.

მორიელი

თუ გულით არ უნდათ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვერავინ აიძულებს რამის გაკეთებას. მათთვის ღამის საზარელი კოშმარია საკუთარ თავზე ძალადობა. ეშინიათ დროის უქმად დაკარგვის. ხანდახან უყვართ საკუთარი მნიშვნელობის წარმოჩენა, ჩვენება, თითქოს უკარება არიან; თუმცა შინაგანად საოცრად სიფაქიზით გამოირჩევიან. საგულდაგულოდ მალავენ საკუთარ ფიქრებს სხვებისგან, რომ ვერავინ შეძლოს მათ სულში ჩახედვა.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს სისუსტედ მიაჩნიათ საკუთარი ემოციების გამომჟღავნება, ამიტომ ურჩევნიათ, რომ ტრიუმფი თუ ვარდნა მარტომ გადაიტანონ. თავს უკარება და უხეშ ადამიანად წარმოადგენენ, რომ მათი სისუსტე ვერავინ დაინახოს. ადრენალინი რომ განიცადონ. საფრთხის შუაგულში შეუძლიათ მოულოდნელად აღმოჩენა. მიაჩნიათ, რომ ყველაფერი ხელეწიფებათ. თუმცა ძალიან ეშინიათ, თუ რამე კონტროლიდან გამოდის, ეშინიათ არაამქვეყნიურ ძალებთან დაკავშირების, ასევე მცირე მწერების, რომლებიც სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს.

თხის რქა

მიზანსწრაფული თხის რქებისა ბევრს შეიძლება შეშურდეს.რადგანაც თავიანთ სურვილს არიან ჩაბღაუჭებული, საკუთარ მომავალზე შიშობენ. ხანდახან ფსონზე ყველაფერს ჩამოდიან. არასდროს აღიარებენ საკუთარ სისუსტეებს, რომლებთან შერიგებაც ძალიან უჭირთ. ვერ იტანენ ხშირ ურთიერთობებს, რადგან მათთვის კომფორტულია მარტო ყოფნა. საშინლად ეშინიათ საკუთარი შინაგანი ჭეშმარიტი „მეს“ ხალხის წინაშე გამოაშკარავებისა, ამიტომ ქცევის სხვადასხვა მოდელს ირგებენ. მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში ვინმე დააზღვევს. ბევრ თხის რქას აშინებს სიმაღლე და სიღრმე.

მერწყული

მერწყულები ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას. უცნობმა სიმპტომებმა და ტკივილმა ისინი, შესაძლოა, პანიკაში ჩააგდოს. ზოდიაქოს ეს ნიშანი განსაკუთრებულად ნიჭიერი წარმომადგენლებით ამაყობს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ, რომ თავიანთი შემოქმედება ადამიანებამდე მიიტანონ. ამის გამო მათ ეშინიათ, რომ ვერ გაუგონ და არ აღიარონ. მათთვის საშინელებაა რუტინული საქმიანობა. ეშინიათ სიბნელეში და დახურულ კარს მიღმა ძილის.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

თევზები

თევზებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა. უჭირთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. არ იღლებიან განუწყვეტელი ურთიერთობებით. მთელი ცხოვრება ეძებენ ადამიანს, რომელსაც დაეყრდნობიან. მაგრამ მიუხედავად კომუნიკაბელურობისა, საჯაროობის ეშინიათ. განიცდიან, რომ შეიძლება დასცინონ. ვერ იტანენ სიმაღლეს.

0