გზის რემონტი თბილისის ქუჩებში

თბილისის ერთ–ერთი ცენტრალური ქუჩა სარემონტო სამუშაოების გამო ჩაიკეტება

100
(განახლებულია 20:25 09.09.2019)
თბილისის მერიამ კანდელაკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება მარტიდან დაიწყო

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ერთ–ერთი ცენტრალური, კანდელაკის ქუჩა სარემონტო სამუშაოების გამო ოთხშაბათამდე ჩაიკეტება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის ვებგვერდზე.

მერიის ინფორმაციით, ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების სამსახური კანდელაკის ქუჩის შეკეთებას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით ქუჩა ორშაბათს 20:00 საათიდან 11 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე ჩაიკეტება.

თბილისის მერიამ კანდელაკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება მარტიდან დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. იგეგმება ტროტუარისა და ბორდიურების კეთილმოწყობა.

ასფალტის საფარი გზის 1,2 კილომეტრიან მონაკვეთზე განახლდება. პროექტის რეალიზაციისთვის მერიამ 1,4 მილიონი ლარი გამოყო.

100
თემები:
თბილისი დღეს (1663)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში შაბათს, 11 ივლისს

39
(განახლებულია 14:53 09.07.2020)
შაბათს საქართველოს დედაქალაქში შედარებით აგრილდება – სინოპტიკოსები +27 გრადუსსა და მცირე წვიმას პროგნოზირებენ.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით შაბათს, 11 ივლისს თბილისში ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +27 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:36 საათზე ამოვა და 20:35 საათზე ჩავა.

39
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
Особняк князей Орбелиани

ორბელიანების სასახლე სტუმრების მისაღებად მზადაა

81
(განახლებულია 14:21 09.07.2020)
სასახლის დათვალიერების მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გაითვალისწინონ, რომ შენობაში პირბადე უნდა ეკეთოთ.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სამთვიანი პაუზის შემდეგ თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლე – საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია მზადაა დამთვალიერებლების მისაღებად, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის Facebook-გვერდზე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამთვალიერებლების რაოდენობა ჯგუფში შეზღუდული იქნება – არაუმეტეს ათი კაცისა.

„გაითვალისწინეთ, რომ შენობაში უნდა გეკეთოთ პირბადე. შენობაში შესვლამდე კი ჩაგიტარდებათ თერმოსკრინინგი და გაივლით დეზობარიერს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ორბელიანების სასახლე დამთვალიერებლებს უმასპინძლებს ორშაბათობითა და ხუთშაბათობით 12:00-დან 17:00 საათამდე.

მსურველებმა ფოსტაზე info@president.gov.ge წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია: მიუთითონ ვიზიტის სასურველი თარიღი, ტელეფონის ნომერი და დამთვალიერებელთა სია მონაცემებით – სახელი, გვარი, პირადი ნომერი.

81
მყიდველები ბაზარში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/10 ივლისი

86408
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 968 ადამიანს შეადგენს, აქედან 844 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4851, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
86408
თემები:
COVID-19 საქართველოში