თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 9 სექტემბერს

89
(განახლებულია 11:48 09.09.2019)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება "თელასი" იუწყება, რომ 9 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, წყალსადენის, შეშელიძის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის და უწერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის და ღრმაღელეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქრაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, კეკელიძის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსანის და დანიბეგაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ქუთათელაძის, ხომლის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, გამრეკელის, პიკასოს, კაპანელის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბურძგლას, ცაგარელის და მიცკევიჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

89
თემები:
თბილისი დღეს (1659)
სასწრაფო სამედიცინო დახმარება

დიდ დიღომში სამი წლის ბავშვი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა

270
არასრულწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ციციშვილის სახელობის კლინიკაში  გადაიყვანა.

თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ის ციციშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

270
თემები:
შემთხვევები საქართველოში

დაუსრულებელი მშენებლობა: თბილისში ხანგრძლივი მშენებლობის პრობლემის გადაჭრა დაიწყეს ვიდეო

1193
(განახლებულია 19:23 03.07.2020)
თბილისის მერია ხანგრძლივი მშენებლობების პრობლემებს სხვა სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებით ეტაპობრივად აგვარებს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, რა ელის დაუსრულებელ შენობებს ქვეყნის დედაქალაქში.

თბილისში დღეისათვის 200-მდე შეჩერებული მშენებლობაა, მოტყუებულთა შორის კი – ათობით ათასი ოჯახი.

ცოტა ხნის წინ ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წლების წინ შარტავას ქუჩაზე კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაწყებული საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებას საკუთარ თავზე კომპანია m2 აიღებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, სამშენებლო კომპანიასა და მერიას შორის მშენებლობის დასრულების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 2006 წელს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა დააარსეს. 2012 წელს კომპანია 27 მილიონი ლარით დაჯარიმდა ხანგრძლივი მშენებლობის გამო, თუმცა შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკების შედეგად ჯარიმის ოდენობდა 450 ათას ლარამდე შეამცირეს.

ბინებს ამ კორპუსებში, უკვე 13 წელია, 350-ზე მეტი ოჯახი ელოდება. წლების განმავლობაში დაუსრულებელი მშენებლობა პრობლემას უქმნიდა მეზობლებსაც. მათი თქმით, ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი გაჩნდა, ასევე ამ ადგილზე ხშირად ხდებოდა დანაშაული.

1193
საგამოცდო ცენტრი

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

0
საქართველოში 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება, აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ

 

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 6 ივლისს, 08:00 საათზე  იწყება.

აბიტურიენტებმა დღეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბარონ. სულ ქვეყანაში 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ. თუ ისინი პირბადის გარეშე იქნებიან, მათ გამოცდაზე არ დაუშვებენ. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, თუმცა, ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ. 

აბიტურიენტებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ფურცელი. სექტორში  აბიტურიენტებს შეუძლიათ თან იქონიონ ასევე წყალი პლასტმასის ბოთლით და შავი ფერის კალამი. საგამოცდო სექტორში მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი იქნება.
თუ აბიტურიენტს 37 გრადუსი ტემპერატურა აღმოაჩნდება და მას საგამოცდო სექტორში არ დაუშვებენ, ამ შემთხვევაში მას PCR–ტესტის ჩატარებას ურჩევენ.

თუ აბიტურიენტს გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღის მანძილზე არანაირი რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა არ ჰქონდა, საგამოცდო ცენტრში თერმოსკრინინგის დროს კი ტემპერატურა დაუფიქსირდა, იგი გამოცდას იზოლირებულ სივრცეში ჩააბარებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს, სამაგისტრო გამოცდები და 1–დან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

0
თემები:
განათლება საქართველოში