„ფორსაჟის“ გადაღებები

„ფორსაჟის” გადაღების გამო თბილისი-მანგლისის გზის მონაკვეთი ჩაიკეტა

147
(განახლებულია 11:34 07.09.2019)
აღსანიშნავია, რომ გადაღებებისთვის ჩამოყვანილი სპეცტრაილერი დღეს ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის 4-7კმ მონაკვეთი დილის 7 საათიდან დროებით ჩაიკეტა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზა საღამოს 7 საათზე გაიხსნება.

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 7 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

აღსანიშნავია, რომ გადაღებებისთვის ჩამოყვანილი სპეცტრაილერი დღეს ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება.

ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „ფორსაჟი 9“ ეპიზოდის გადაღება საქართველოში 18 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. 8 სექტემბრიდან კი „ფორსაჟის“ გადაღებები ნუცუბიძის პლატოზე გაგრძელდება.

გადაღებებისთვის საქართველოს ორასამდე ჰოლივუდელი სტუმარი ეწვია. გადამღები ჯგუფი სულ 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია.

როგორც ცნობილია, ამერიკული ბლოკბასტერი „ფორსაჟი 9"-ის გადაღებები (Fast and Furious) სახელმწიფო ბიუჯეტს 32 მლნ ლარით შეავსებს. თანხაში შედის ტექნიკის, შენობების იჯარა და დასაქმებული პერსონალის ანაზღაურება.

147
თემები:
თბილისი დღეს (1659)
სასწრაფო სამედიცინო დახმარება

დიდ დიღომში სამი წლის ბავშვი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა

271
არასრულწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ციციშვილის სახელობის კლინიკაში  გადაიყვანა.

თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ის ციციშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

271
თემები:
შემთხვევები საქართველოში

დაუსრულებელი მშენებლობა: თბილისში ხანგრძლივი მშენებლობის პრობლემის გადაჭრა დაიწყეს ვიდეო

1193
(განახლებულია 19:23 03.07.2020)
თბილისის მერია ხანგრძლივი მშენებლობების პრობლემებს სხვა სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებით ეტაპობრივად აგვარებს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, რა ელის დაუსრულებელ შენობებს ქვეყნის დედაქალაქში.

თბილისში დღეისათვის 200-მდე შეჩერებული მშენებლობაა, მოტყუებულთა შორის კი – ათობით ათასი ოჯახი.

ცოტა ხნის წინ ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წლების წინ შარტავას ქუჩაზე კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაწყებული საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებას საკუთარ თავზე კომპანია m2 აიღებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, სამშენებლო კომპანიასა და მერიას შორის მშენებლობის დასრულების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 2006 წელს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა დააარსეს. 2012 წელს კომპანია 27 მილიონი ლარით დაჯარიმდა ხანგრძლივი მშენებლობის გამო, თუმცა შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკების შედეგად ჯარიმის ოდენობდა 450 ათას ლარამდე შეამცირეს.

ბინებს ამ კორპუსებში, უკვე 13 წელია, 350-ზე მეტი ოჯახი ელოდება. წლების განმავლობაში დაუსრულებელი მშენებლობა პრობლემას უქმნიდა მეზობლებსაც. მათი თქმით, ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი გაჩნდა, ასევე ამ ადგილზე ხშირად ხდებოდა დანაშაული.

1193
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 6 ივლისი

0
(განახლებულია 00:58 05.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 ივლისს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ზეიმობს და მოწამეებს აგრიპინას, ევსტოქიოსისა, გაიოზისა, პროვოსისა, ლოლიოსისა, ურბანისა და სხვებს იხსენიებს.

ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი.

ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის დაფაზეა დაწერილი, რომელზედაც იესო ქრისტე თავის დედასთან მარიამთან და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. გადმოცემით, ხატიღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა.

450 წელს იმპერატორ თეოდორე უმცროსის დროს ხატი იერუსალიმიდანკონსტანტინოპოლში გადაიტანეს, მაგრამ XII საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლიდან კიევში წაიღეს.

1155 წელს დიდმა მთავარმა იურიმ ვიშგოროდი თავის ვაჟს, მთავარ ანდრიას დაგასცა. ვიშგოროდის სავანის კლირიკოსებმა ერთხელ ტაძარში შესვლისას დაინახეს, რომ ხატი თავისი ადგილიდან გადმოსულიყო დაეკლესიის შუაგულში ჰაერში იდგა. ხატი ძველ ადგილას დააბრუნეს, მაგრამ მალე ნახეს, რომ ხატი კვლავ ჰაერში ეკიდა. მთავარი ანდრია მიეახლა ხატს და მხურვალებით ლოცულობდა მის წინაშე, შემდეგ პარაკლისი აღასრულა, ღვთისმოსაობით აიღო ხატი, სხვა საგანძური და ღამით, მამის ნებართვის გარეშე ვიშგოროდიდან წავიდა.

საეკლესიო კალენდარში 6 ივლისი ასევე არის მოწამე  აგრიპინას  მოწამეთა: ევსტოქიოსისა, გაიოზისა, პროვოსისა, ლოლიოსისა, ურბანისა და სხვათა ხსენების დღეც.

 Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა მოწამე აგრიპინა

წმიდა მოწამე აგრიპინა რომაელი იყო, მან ღვთის სიყვარულის გამო უარი თქვა ჯვრისწერაზე და ქალწულების აღთქმა დადო. როცა იმპერატორმა ვალერიანემ (253-259) მართლმადიდებელთა დევნა დაიწყო, ქრისტეს ტარიგი სამსჯავროზე წარდგა და უშიშრად აღიარა თავისი სარწმუნოება. ამის გამო უსჯულოებმა იგი დაატუსაღეს, წამებით მთლიანად დაუწყლულეს სხეული და ძვლები დაუმტვრიეს. ნატანჯ ქალწულს მტარვალებმა ბორკილები დაადეს, მაგრამ ანგელოზმა გაანთავისუფლა საკვრელთაგან. წმიდა აგრიპინამ ვერ გაუძლო გადატანილ ტანჯვას და დაუძლურებულმა სული უფალს შეჰვედრა. ქრისტიანმა დედებმა ვასამ, პავლამ და აღათონიკამ ფარულად აიღეს მარტვილის ცხედარი და სიცილიაში გადაასვენეს, სადაც მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. დაახლოებით XI საუკუნეში აგრიპინას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს.

მოწამენი: ევსტოქიოსი, გაიოზი, პროვიოსი, ლოლიოსი, ურბანოსი და სხვანი

წმიდა მოწამენი: ევსტოქი, გაიოზი, პროვი, ლოლი და ურვანე ეწამნენ უსჯულო იმპერატორის მაქსიმიანეს (286-310) მეფობაში, როცა ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ.
წმიდა ევსტოქი წარმართი ქურუმი იყო, მაგრამ ქრისტეს მარტვილთა საოცარი სიმამაცისა და მათ მიერ აღსრულებული სასწაულების მხილველმა, ირწმუნა ქრისტე. ქურუმყოფილი ანტიოქიელმა ეპისკოპოსმა ევდოქსიმ მონათლა და ხუცესად დაასხა ხელი. ქალაქ ლუსტრაში ევსტოქიმ მართლმადიდებლობაზე მოაქცია თავისი ახლო ნათესავი გაიოზი და მთელი მისი სახლეულობა, მათ შორის ყრმები: პროვი, ლოლი და ურვანე. იმპერატორის მეომრებმა შეიპყრეს წმიდანი და სამსჯავროზე წარადგინეს. სატანჯველებმა ვერ მოდრიკეს ნეტარი აღმსარებელი, ამიტომ გაიოზის ახალმოქცეულ ოჯახთან ერთად, გალატიის ქალაქ ანკვირში გაგზავნეს მმართველ აგრიპინასთან. აქ მტარვალებმა ყველანი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, მხეცურად აწამეს, რის შემდეგაც ქრისტეს მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0