„ფორსაჟის“ გადაღება რუსთაველზე

„ფორსაჟი“ თბილისში: გამოცხადდა შეზღუდვების ახალი გრაფიკი

257
(განახლებულია 20:17 06.09.2019)
ბლოკბასტერ „ფორსაჟის“ გადაღებებთან დაკავშირებით თბილისში კიდევ ერთხელ იცვლება ტრანსპორტის მარშრუტი.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ჰოლივუდური ბლოკბასტერი „ფორსაჟის“ გადაღება 8-დან 15 სექტემბრამდე ნუცუბიძის პლატოზე გაგრძელდება, სადაც ეტაპობრივად შეიზღუდება ტრანსპორტისა და ქვეითების მოძრაობა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, 8-15 სექტემბერს (ჩათვლით) გადაკეტილი იქნება დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩები. შეზღუდვების გამო შეიცვლება N88 და N99 ავტობუსების მარშრუტები. ცვლილებები არ შეეხება N63 და N107 ავტობუსებს და ასევე სამარშრუტო ტაქსებს. 

გადაღებების პერიოდში დროებით დაინიშნება დამატებითი ავტობუსი, რომელიც პლატოს მე-5 მიკრორაიონიდან მეტრო „დელისამდე“ იმოძრავებს.

შეზღუდვების არეალი გაფართოვდება 10 სექტემბერს — 11:00 საათიდან 20:00 საათამდე და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს — ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 კორპუსამდე.

ამასთან, შეზღუდვების დროს ავტობუსებისთვის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის პერიოდულად გაიხსნება გზა მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩის მიმართულებით. გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლები დაიქირავებენ მინივენებს, რომლებიც მგზავრებს ამ მონაკვეთზე მოემსახურება.

აღნიშნულ დროს მე-4 მიკრორაიონიდან და სოფლებიდან თხინვალიდან და ლისიდან როგორც კერძო ტრანსპორტი, ისე N63, N99 და N107 ავტობუსები და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან იმოძრავებენ, ანუ კვაჭაძის, ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავლით.

257
თემები:
თბილისის მერია (73)