„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 6 სექტემბერს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილ-3 II მიკრორაიონის, ორხევის დასახლების, ქინძმარაულის, ნაკადულის, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დიდუბის დასახლების, ცოტნე დადიანის, მახინჯაურის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, წმინდა მელქისედეკ I, სვანეთის, ნინუას, ღრმაღელეს, ოქტომბრის, ჭყონდიდელის, დაისის, კნოლევის, ზესტაფონის, მექანიზაციის, ერისთავის, მოლითის, მაგნიტოგორსკის, ღოღობერიძის და ტოროშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის ნაკვეთების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების Xბ კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშვილის, საინგილოს, კვალეთის, სამრეკლოს, კაიშაურის, ახალუბნის, შაქრიანის, გუმბრის და ოძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კიტა აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, მარიკა ბარათაშვილის ჩიხის, ოთარ ჩხეიძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, გურიელის, შალვა ნუცუბიძის და თამაზ ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, მინდელის, ზურაბ ანჯაფარიძის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის "ა", I, II, IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის, კალოუბნის, იაკობის, მუხის, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, ახმეტელის, ალეკო გობრონიძის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და ბეთანიის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0