თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 5 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, თრიალეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ანა კალანდაძის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თიანეთის, ბუაჩიძის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), რიჩარდ ჰოლბრუკის, ჭრელაშვილის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რთველაძის, ჰოსპიტალის, საექიმოს, წერნაკის და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, ირაკლი აბაშიძის და ატენის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების და ჯანჯღავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.